მომავალი არჩევნებისთვის გაერთიანების ნაცვლად ოპოზიციაში განხეთქილება იზრდება, ერთმანეთს უკვე დაუფარავად ლანძღავენ

მომავალი არჩევნებისთვის გაერთიანების ნაცვლად ოპოზიციაში განხეთქილება იზრდება, ერთმანეთს უკვე დაუფარავად ლანძღავენ

„მიშელის დოკუმენტზე" შეთანხმებისას ხელისუფლების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე 43%-იან ჩამკეტს ერთობლივად დაძლევდნენ, თუმცა რამდენიმე თვით ადრე, დაპირისპირებამ იფეთქა და ერთმანეთის მისამართით მწვავე განცხადებების გაკეთებას აღარ ერიდებიან.

„ნაცმოძრაობას" „სტრატეგია აღმაშენებლი" უპირისპირდება, პარტიის განცხადებით, მძლავრი ოპოზიციური მერობის კანდიდატი უნდა იყოს, რომელიც აფილირებული არ იქნება „ნაციონალურ მოძრაობასთან". აცხადებენ რომ ბოლო 8 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი „ქართული ოცნების" კანდიდატთან პირისპირ რჩება, რამდენი პარტიის მიერაც არ უნდა იყოს მხარდაჭერილი, ის მაინც მარცხდება.

გარდა ამისა, „ნაცმოძრაობის წევრი" ხატია დეკანოიძე და სალომე სამადაშვილი ერთმანეთს ინგა გრიგოლიას „რეაქციაში" მწვავედ დაუპირისპირდნენ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ შესაძლოა დაპირისპირება უფრო გამძაფრდეს, თუმცა იმ ფონზე, როცა პოლიტიკურ ველზე ახალი ძალები შემოდიან, მეტი დაფიქრება მართებთ.

„აშკარაა, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, როდესაც მათ ნაწილმა 19 აპრილს სარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა, შედეგად ჩვენ ვხედავთ ტელეეთერებში და სოციალურ ქსელებში მწვავე დაპირისპირებას და ჩემი აზრით დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება, ერთი როდესაც თვითმართველობის ადგილობრივი არჩევნები მოახლოვდება და ასევე დაპირისპირება იქნება პარლამენტში სკამების განაწილებაზე.შეთანხმების თანახმად, ხუთი კომიტეტი ოპოზიციის თავმჯდომარეობის ქვეშ უნდა გადავიდეს.

„თუმცაღა იმ მოცემულობაში, როცა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე აქტიურად არიან ვასაძე თავისი პარტიით და გახარია თავისი მომავალი პარტიით, ვფიქრობ,რომ არსებულ ოპოზიციურ პარტიებს უფრო მეტი დაფიქრება მართებთ, რადგან კონკურენცია საკმაოდ მაღალი და მწვავე იქნება, თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ერთმანეთს დაუშვებელ ეპითეტებს მიაძახებენ, რაც გამართლებული არაა, ამ შემთხვევაში ისინი რეიტინგულკად უფრო დაზარალდებიან და დაკნინდებიან.

„ამიტომ თუ ოპოზიციას გამარჯვება სურს, სჯობს, რომ მყარი ერთობა ჰქონდეთ. თუმცა მე ველოდები, რომ დაპირისპირება უფრო გამწვავდება თუნდაც შიგნით ენმ-ში და უკვე დაქსაქული ოპოზიციური პარტიები იმ საწადელს ვერ მიაღწევენ, რომელიც მათ ილუზორულად ჰგონიათ, რომ თითქოს იმ 43% ე.წ. ჩამკეტს „ქართულ ოცნებას" ვერ მიაღწევინებენ.

„როგორც ამჟამინდელი და მომავალი სავარაუდო დაქსაქსულობა გვიჩვენებს, ოპოზიცია ძალიან მაღალი ალბათობით მორიგ ადგილობრივ არჩევნებს 2021 წლის ოქტომბერში კიდევ ერთხელ წააგებს. არაა გამორიცხული, რომ ასეთ შემთხვევაში ნაცოპოზიციამ სააკაშვილის დირიჟორობით კიდეევ ერთხელ სცადოს და ე.წ. დაუმორჩილებლობა-ბოიკოტირების რეჟიმი გაითამაშოს, თუმცა მასშტაბები კიდევ უფრო გაცილებით მცირე და მეორეხარისხოვანი იქნება იმიტომ, რომ ის პოლიტიკური ცირკი საზოგადოებამ უკვე არაერთხელ ნახა. საზოგადოება ამ ცირკს დაანონსებულ ე.წ. გრანდიოზულ მაისის აქციაზეც ნახავს.

„და შემდეგ „ნაცმოძრაობა" რას აკეთებს? ისევ დესტრუქციითა და ტელეეთერებში უსაგნო კრიტიკით გამოვა, მაგრამ ოპოზიციის უმეტესობა ამომრჩევლის პრობლემებს არ პასუხობს თავიანთი არგუმენტიანი შინაარსიანი პროგრამებით, ესაა მათი ძირითადი პრობლება: არაერთიანობა და პოლიტიკურ აქტივობებში არაადეკვატურობა," - განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ოპოზიციას ურჩევს, რომ პოლიტიკური ამბიციები უკანა პლანზე გადასწიონ და კანდიდატებზე შეჯერდნენ, რადგან ასეთ შემთხვევას წყალს „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამენ.

„გარკვეულწილად ეს პრობლემებს აჩენს, რომ ოპოზიციის კანდიდატემბა ერთმანეთს ხმები წაართვან. სასურველი იქნებოდა, რომ დღევანდელმა როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო ოპოზიციამ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმები გაიყოფა და „ქართული ოცნების" კანდიდატს გამარჯვება შედარებით უფრო გაუადვილდება.

„ნაცმოძრაობა" ყველაზე რეიტინგუილი ოპოზიციუირი პარტიაა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 27% მიიღო, რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ერთად აღებულს თუ „პარტრიოტთა ალიანსს" გამოვაკლებთ, მათ 20%-ზე ნაკლები მიიღეს, ამიტომაც ამ შემთხვევაში მგონია, რომ პოლიტიკური ამბიციები უკანა პლანზე უნდა იქნას გადადებული და ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს წარმოდგენილი.

„დაპირისპირება ამ შემთხვევაში მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ვნებს და შესაძლოა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებში გარკვეული ნიჰილიზმი გაჩნდეს, რომ ვთქვათ მათ ვერ მოილაპარაკეს ერთაინ კანდიდატზე, პოლემიკა და კამათი შესაძლებელია, მაგრამ არა ისეთ დონეზე, რომელიც დღეს არსებობს.

„გიორგი ვაშაძ ჩემი მეგობარია, თუმცა „სტრატეგია აღმაშენებელმა" 3% აიღო, შეიძლება მეტს იმსახურებს,მაგრამ ასეა, შესაძლოა პარტიამ მესამე ძალად საპარლამენტო ოპოზიციური ერთობა იგულისხმა, ანუ „სტრატგია აღმაშენებელი", „ლელო", „გირჩი", თუმცა 43%-ს ვერ დაძლევენ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ აღნიშნული „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

„მელიას პოზიცია სხვანაირია, ის ოპოზიციურ სპექტრს არ უპირისპირდება და მას შემდეგ, რაც ციხეს დატოვებს,მოლაპარაკებას აპირებს," - განაცხადა ჩიტაძემ.

trampi მიდით .................... მიდით............დასცხეთ
და ვინც თქვენ გაგაშველოთ ..............
3 წლის უკან