ვალერი ცერცვაძემ 2010-2011 წლებში ხელფასის სახით, 159 444 ლარი აიღო

ვალერი ცერცვაძემ 2010-2011 წლებში ხელფასის სახით, 159 444 ლარი აიღო

ვალერი ცერცვაძემ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2010-2011 წლებში ხელფასის სახით, 159 444 ლარი აიღო.

როგორც "პირWელის" მიერ ცერცვაძის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს 2009 წლის დეკლარაციაში არ აქვს მითითებული რა მოცულობის ანაზღაურება მიიღო, მაგრამ 2010 წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ცერცვაძემ ხელფასის სახით, 84 880 ლარი გამოიმუშავა, 2011 წელს კი შედარებით ნაკლები – 74 564 ლარი.

ამასთან, 2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, ცერცვაძის მეუღლემ გვანცა მიქუჭაძემ საქალაქო სასამართლოში იურისტ-კონსულტანტად მუშაობისთვის 3 494 ლარი მიიღო, 2011 წელს იმავე თანამდებობაზე კი 10 104 ლარი გამოიმუშავა.

ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", ცერცვაძეს 2009 წლის დეკლარაციაში – 2 000 ლარი აქვს მითითებული, მამამისს – მურთაზ ცერცვაძეს კი – 3 500 ლარი. 2010 და 2011 წლების დეკლარაციებში კი აღნიშნული გრაფები ცარიელია.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ვალერიან ცერცვაძეს 2009 წელს "რესპუბლიკა ბანკში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 3 000 ლარი გააჩნდა, მის მეუღლეს გვანცა მიქუჭაძეს – 250 ლარი.

2010 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, ცერცვაძეს "რესპუბლიკა ბანკში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე 8 500 ლარი აქვს დაფიქსირებული; ხოლო ამავე ბანკში არსებულ სახელფასო ანგარიშზე მის მეუღლეს 400 ლარი უფიქსირდება.

უკვე 2011 წლის დეკლარაციაში კი მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მის მეუღლეს წინა წლებში გახსნილ ანგარიშებზე შედარებით მცირე თანხები, შესაბამისად, 3 600 ლარი და 150 ლარი აქვთ მითითებული.

ცერცვაძეების უძრავ ქონებას რაც შეეხება, 2009 წლის დეკლარაციის მიხედვით, ვალერი ცერცვაძეს ბორჯომის რაიონში 650 კვ.მ მიწის ფართობი და თბილსში, ჯანაშიას #21 125 კვ.მ ბინა გააჩნია. გარდა ამისა, მამის – მურთაზ ცერცვაძის სახელზე გაფორმებული თბილისში არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ასევე, თბილისში, გიორგი ბრწყინალის ქუჩაზე 95 კვ.მ ბინა. ასევე, დეკლარაციის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დედას – მარიამ ცერცვაძეს ეკუთვნის თბილისში, ურიდიას #97 მდებარე 450 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და მცხეთის რაიონის სოფელ არაშენდაში 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება 2010 წლის დეკლარაციას, ირკვევა, რომ ვალერი ცერცვაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და შესაბამისად, მისი უძრავი ქონების გრაფაში მხოლოდ ბორჯომის რაიონში 650 კვ.მ მიწის ფართობი და თბილსში, ჯანაშიას #21 125 კვ.მ ბინა აქვს მითითებული.

უკვე 2011 წლის დეკლარაციაში კი ცერცვაძეების უძრავ ქონებას დაემატა 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი დიღომში და მეუღლის – გვანცა მიქუჭაძის სახელზე გაფორმებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ონის რაიონში.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) 2009 წლის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში ვალერი ცერცვაძეს მსუბუქი ავტომანქანა სსანგყონგ კყრონ, მამამისს კი - კია სპორტაგე. 2010-2011 წლების შესაბამის გრაფაში კი ვალერი ცერცვაძეს მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანა "ssangyong kyron" აქვს მითითებული.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, ცერცვაძეს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.

დეკლარაციას თუ ვენდობით, 2009-2011 წლების განმავლობაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღია.

ცნობისთვის, ვალერი ცერცვაძის ოჯახი მეუღლის გვანცა მიქუჭაძის და შვილის ნიკოლოზ ცერცვაძისგან შედგება.