„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად დავით კეზერაშვილის დანიშვნას გეგმავს.
„უცხოეთში სახელგატეხილი და გაკოტრებული სააკაშვილი ცდილობს, ხელახლა მოიპოვოს ამერიკაში გავლენიანი ებრაული ლობისა და ისრაელის მთავრობის მხარდაჭერა, რისთვისაც გადაწყვეტილი აქვს პრემიერ-მინისტრად დანიშნოს წაგებული ომის მთავარსარდალი, იარაღის კონტრაბანდისტი, პატარკაციშვილის მკვლელობის მონაწილე, პრეზიდენტის მთავარი მოლარე და ბიზნესმონოპოლისტი, ცნობილი ნარკომანი დავით კეზერაშვილი, რომელიც არის ისრაელის მოქალაქე და ამ ქვეყნის ბანკებში ანგარიშებზე მილიონები აქვს შენახული", - განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, გუგავა ისრაელის ხელისუფლებას კეზერაშვილისთვის ისრაელის მოქალაქეობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ებრაელი ბიზნესმენების დაკავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
„პრემიერ-მინისტრად დანიშვნა სააკაშვილის მხრიდან არის ყალბი რევერანსი თქვენი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად", - მიმართავს გუგავა ისრაელის მთავრობას.