კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი თბილისის მერის წინააღმდეგ სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.
ჩხარტიშვილი უგულავას ხეების უკანონო გაჩეხვაში სდებს ბრალს.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ამ დღეებში ლაგუნა ვერესთან ჭადრები გაჩეხეს.
„ამ მწვანე ზოლს ისტორიული და ეკოლოფიური მნიშვნელობა ჰქონდა. უგულავასთვის სულერთია როგორი ეკოლოგიური გარემო იქნება თბილისში,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ის აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო. რომ უგულავამ 50 წელს გადაცილებული, სრულიად ჯანმრთელი ხეები დააჩეხინა.
კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი უგულავას წინააღმედეგ სარჩელს უახლოეს მომავალში შეიტანს სასამართლოსა და პროკურატურაში.