„მელია, რომც გამოვიდეს, ნაციონალები თავიანთ არაადეკვატურ მოთხოვნებს მაინც არ შეცვლიან, რათა მოლაპარაკებები ჩაშალონ“

„მელია, რომც გამოვიდეს, ნაციონალები თავიანთ არაადეკვატურ მოთხოვნებს მაინც არ შეცვლიან, რათა მოლაპარაკებები ჩაშალონ“

გახდება თუ არა ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი და რელურად შეიცვლებოდა თუ არა ოპოზიციის რიტორიკა მისი გათავისუფლების შემდეგ? ჩნდება განცდა, რომ ხელისუფლებაზე მეტად მელიას ციხეში ყოფნა ოპოზიციას სჭირდება, რადგან როგორც ე.წ. პოლიტპატიმარი პატიმარი მელია პოლიტიკურად კარგად შესაფუთი თემაა. მაშინ ისმის კითხვა, რატომ აძლევს „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კოზირს და რატომ არ შევიდა პროკურატურა სასამართლოში მისი გათავისუფლების მოთხოვნით? იქნებ რეალურად „ოცნებას“ ნაციონალების პარლამენტში შესვლა არც უნდა და მათ გარეშე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებას შეეცდება?

თავად ნიკა მელია ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ის მოლაპარაკების დროს ვაჭრობისთვის სჭირდება. თუმცა არაა გამორიცხული, მელია „ოცნებას“ არც არაფერში სჭირდებოდეს და ამით იმაზე ხაზგასმა სურდეს, რომ სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალია. მოსაზრება ბევრი შეიძლება გამოითქვას, თუმცა ფაქტი ერთია, რომ თავად მელიასაც ციხეში ყოფნა პირადი პოლიტიკური ავტორიტეტის შესაქმნელად სჭირდება.

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა, ხოლო შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს არის ჩანიშნული. მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა.

„ნაცმოძრაობის“ ლიდერი პარტიის ოფისში 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს.

ნიკანორ მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა. პროკურორი ამბობს, რომ 25 თებერვლის შემდეგ დაცვის მხარისგან არანაირი ინიციატივა არ ყოფილა, ეწარმოებინა ბრალდების მხარესთან დიალოგი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.

 „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა კი განაცხადა, რომ დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ მოლაპარაკების ფანჯარა დახურა, მაგრამ სარკმელი შეიძლება კიდევ ღია იყოს.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ფანჯარა დაიხურა, სარკმელი შეიძლება ღია იყოს და მთლად რომ არ დაიხუროს, ხელისუფლებას, მე ვფიქრობ, რომ რაღაც გეგმა უნდა ჰქონდეს, თუ ქაოსურად არ მოქმედებენ. დარწმუნებული ვარ, რაღაც გეგმა აქვთ. კობახიძე წავიდა ამერიკაში, წავიდა ბრიუსელში, მათ იციან, რომ მელიას არგამოშვების ამ გადაწყვეტილებას რაღაც რეაქცია მოჰყვება, ახლა, ალბათ, ამ რეაქციების შესარბილებლად ან ჩასაქრობად იქნება ეს ვოიაჟი. ოპოზიციაში ამაზე მსჯელობა აუცილებლად გაიმართება, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის შეწყვეტილი ამ მომენტისთვის, მე ასე ვხედავ ამას, არავითარი აზრი ახლა არ აქვს“, - განაცხადა წერეთელმა.

მმართველი გუნდი კი ნიკა მელიას და ოპოზიციას სპეკულირებაში ადანაშაულებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მელიას საპატიმროში ყოფნა მათი ოპონენტების მიზანია და სწორედ ამიტომ არ იხდის ის გირაოს.

„არავითარი პოლიტიკური დივიდენდი „ქართული ოცნებისთვის“ ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით. ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? - ეს სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“, რათა მუდმივად გააგრძელონ ამ თემაზე სპეკულაცია“, - აცხადებს მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ხელისუფლებას ნიკა მელია იმიტომ არ დაუკავებია, ახლა გაათავისუფლოს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ორივე მხარე, როგორც ოპოზიცია ასევე ხელისუფლება მოლაპარაკების პროცესში სისუსტეს ავლენენ და რეალურად მოქმედებენ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი ინტერესებით. კონფლიქტოლოგის აზრით, თავად ნიკა მელიასაც სჭიდება რომ ციხეში იჯდეს. ის იქ, როგორც კუნთმაგარი ზონდერი ისე შევიდა და ახლა ცდილობს, როგორც გმირი ისე გამოვიდეს. ამაში კი „ოცნება“ ხელს უწყობს და „ნაციოანლურ მოძრაობას“ საშუალებას აძლევს გაძლიერდეს. ამიტომ ანალიტიკოსს ხელისუფლების მოქმედების ლოგიკა არ ესმის, რადგანაც მელიას გამო ენმ როგორც მედიაში, საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია.

„მელია არის ახალგაზრდა ჯანღონით სავსე ადამიანი, რომელსაც მართალია, თავზე თმა არ აქვს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ახლანდელ ციხეში ერთი ღერი თმაც არ ჩამოუვარდება, ამიტომ ციხეში ჯდომა ყველაზე მეტად მას და მის პარტიას აწობს. ეს არის მათი დღის წესრიგი, რომელსაც ძალიან მშვიდად და აუღელვებლად მიჰყვებიან. მელია ციხეში, როგორც კუნთმაგარი ზონდერი ისე შევიდა, ახლა კი უნდა რომ გმირად გამოვიდეს. მელია ხელისუფლებას თავისი განცხადებებით აღიზიანებს. ესენიც ამაზე ეგებიან და ზუსტად ამის გამო მწყდება გული.

 „ოცნება“ მას გმირად ქცევაში ხელს რატომ უწყობს? არ ვიცი ხელისუფლების ჩანაფიქრი რა არის. მგონია, რომ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებამდეც კი პატიმრობაში ჰყავდეს. ალბათ, შემდეგ შეხედავენ მოვლენები როგორ განვითარდება და იმის მიხედვით იმოქმედებენ. ნაციონალებისთვის ციხეში მჯდომი მელია ბევრად სასარგებლოა. მან ეს სამაჯურიც განზრახ მოიხსნა. ამიტომ არ მესმის პროკურორის განცახდების, რომ მელიას უფლებადამცველებს შუამდგომლობა არ დაუყენებიათო. ისინი მელიას მითითებით მოქმედებენ და ამას ამიტომაც აკეთებენ. ამიტომ თავად უნდა იმოქმედონ და ენმ დღის წესრიგს არ ნდა უდგენდეთ“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები, რომ მოლაპარაკების ფანჯარა დაიხურა, მაგრამ სარკმელი ღია რჩება, მხოლოდ მანიპულაციაა. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ფანჯარა კი არ დაიხურა, კარიც კი ფართოდ გაიღება. ზაქარეიშვილი არ ელის, რომ მელიას პატიმრობაში დატოვება მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი გახდეს. მისი თქმით, ევროპა იმდენად არის უკვე ჩართული, რომ დიალოგი ვინმეს უნდა თუ არა, მაინც გაგრძელდება. ამიტომ ოპოზიციას მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს. რაც შეეხება მელიას მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ის მოლაპარაკებების დროს ვაჭრობის თემად გამოიყენონ, ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ამით ის პოლიტიკურად თამაშობს და სათავისოდ ძალიან კარგადაც. რაც უფრო დიდი ხნით იქნება ციხეში, მისი როგორც პოლიტიკოსის შესაძლებლობები მით უფრო გაიზრდება. ნავალნივით რუსეთის ციხეში არ ზის და მის სიცოცხლეს საფრთხე კი არ ემუქრება, პირიქით, ყველა ცდილობს, რომ ცივი ნიავი არ მიეკაროს.  ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ მელია იჯდება და პოლიტიკურ შეფასებებს გააკეთებს, სხვა რა საქმე აქვს. თან ხელისუფლების გაღიზიანებასაც ახერხებს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პროკურატურა ვერანაირად ვერ შევიდოდა შუამდგომლობით ნიკა მელიას გათავისუფლებით, რადგან კანონში წერია, სანამ მელია გირაოს არ გადაიხდის, ის ვერ გათავისუფლდება. აბაშიძე აცხადებს, რომ ადვოკატები იურდიულ კაზიუსტიკას როგორც უნდა ისე ატრიალებენ, ხოლო მელიას ადვოკატების განცხადება, რომ გირაო აღარ არსებობს, სიცრუეა. კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ მას წინა სასამართლო გადაწყვეტილება გირაოს გადაუხდელობის და სამაჯურის მოხსნის გამო დაუმძიმდა, ამიტომ სამართლებრივ დავას მელიას უფლებადამცველები როგორც უნდა ისე განმარტავენ. რაც შეეხება მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გავლენას, აბაშიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული მიზნები მაინც არ შეიცვლებოდა და არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, მელია გარეთ იქნება თუ შიგნით. ხელისუფლება ამ მოლაპარაკებებს დადებითი შედეგით ნაციონალების და ევროპელების გარეშე დაასრულებს.

„მელია გამოვიდოდა თუ არ გამოვიდოდა გირაოს გადახდის შემდეგ, ნაციონალების რიტორიკა მაინც არ შეიცვლებოდა. შემდეგ იტყოდნენ, რომ გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. ასევე აქვთ მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური და სამართლებრივი ამინისტია მოხდეს. მერე რიგგარეშე არჩევნები უნდათ. მელია, რომც გამოვიდეს, ენმ თავის არაადეკვატურ მოთხოვნებს მაინც არ შეცვლის. ეს კი მიზანმიმართულად კეთდება, რათა ჯანსაღი პოლიტიკური მოლაპარაკებები ჩაშალონ.

„ნაციოანლურ მოძრაობას“ ჰგონია, როგორც თავად ერეოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ახლაც ასე ხდება. უნდათ „ოცნება“ წარმოაჩინონ იმ ძალად, რომელიც სასამარლოს სისტემას მართავს. სულ სხვა არის რას ამბობენ ნაციონალები, მათი მარიონეტები, როგორც ოპოზიციაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში და რას ამბობენ ნეიტრალურ საერთაშორისო ორგანიზაციები. მოსამართლეს თალაკვაძე და კობახიძე ვერ დაურეკავენ, რომ მელია გამოუშვას. მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას თავად იღებს. ხელისუფლება მოლაპარაკებებს ნაციონალების და ევროპელების გარეშეც, მაინც წარმატებით დაასრულებს“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.

 

 

trampi სადავეეები ნაცებმა ჩაიგდეს ხელშიო.....................................
მერე , ვისი ბრალია სადავეები რომ ხელში ისევ --ნაცებს ააქვთ??????
ხოოოდა იმიტომაც ვლანძღავ 24 სააათი ბიძოს .......................ისევ თავსატეხი რომ გავიხადა საქმე.
ფაქტიურად ხელისუფლებაში ისევ ეგენი არიან .....პარადს ისევ ეგენი ატარებენ

ოსს ჰკითხეს ღვინო გინდა თუ არაყიო ....იმან კიდევ პივაცაო ....................... ე.ი. ღვინოც, არაყიც და ზედ კიდევ პივაცო.............. ნაგლი ოსი
ესეც ზუსტად ესე ამბობს ------მელია და რურუაც უნდა გამოუშვათ და თან ზედ აუცილებლად ვადამდელი არჩევნებიც უნდა დააყოლოთო(ჩააატაროთო)
შერიგებული მტერი... მტერზედაც ბევჯერ მტერიაო ....სკოლაში ეს მარტო მე მასწავლეეს და ..ბიძოს არააა??/
ესეა..... ჭიანჭველა ფეხზე დაისვი თავზე აგაცოცდებაო ...........

წყევლააა .................. საინტერესო დროში გეცხოვროსო ....................... ამოვიდა ამდენი საინტერესო დროში ცხოვრება ..უინტერესო,, წყნარ, პერიოდში ცხოვრება მომენატრა.............. დავიღალე მთელი ცხოვრება ამ დროშების ფრიალით
აქ ადრე ნატალიმ დაგვთარსა ....ესენი(ოცნება) ჩვენი გადასარჩენები იქნებიანო.....
ამათ დედაც ................. ამათ გადარჩენაზე აღარა ვფიქრობ, ესენი წყალსაც წაუღია, ღირსებიც არიან,.... თავები გვაქვს ისევ გადასარჩენი.... თუ არადა მოვიდა ისევ მართლა ბუა....
3 წლის უკან