ვისთან ერთად ქეიფობდა სააკაშვილი რესტორან

ვისთან ერთად ქეიფობდა სააკაშვილი რესტორან "დაინინგ რუმში"?

პრეზიდენტი სააკაშვილი რომ სმა-ჭამისა და გართობის დიდი მოყვარულია, საიდუმლო არავისთვის არის. ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ჰოდა, სააკაშვილი არც "ოპოზიციაში გადასვლის" შემდეგ ღალატობს ტრადიციას, ხშირად სტუმრობს ქალაქის ცენტრში, ძირითადად, ვაკე-საბურთალოზე მდებარე არცთუ იაფფასიან რესტორნებს; პრეზიდენტის გადაადგილებისას და სხვადასხვა რესტორანში ვახშმობისას კვლავ იკეტება ამ რესტორნების მიმდებარე ქუჩები... და თუ ადრე სააკაშვილი ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე იაპონური რესტორან "საკურასა" და იტალიური "ბუფეტის" კლიენტი იყო, ახლა გული ფალიაშვილის 38-ში, "გეგეშიძის ბაღის" გვერდით რესტორან "დაინინგ რუმისკენ" მიუწევს. გავრცელებული ხმებით, მისი დანახვისას მაგიდებთან მსხდომები ხშირად ტოვებენ რესტორანს. თვითმხილველთა ცნობით, სააკაშვილი ამ რესტორანს ბოლოს 22 თებერვალს ესტუმრა, იმ დღეს, როცა ქალაქის მერ უგულავას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს... პრეზიდენტი საქეიფოდ, როგორც ყოველთვის, მრავალრიცხოვანი დაცვითა და უახლოესი გარემოცვით, ამალით მივიდა, მას თან ახლდნენ დეპუტატები: გიორგი ბარამიძე, დავით საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე და... გიორგი კანდელაკი, რომელსაც ამგვარი პატივი წილად, ალბათ, მხოლოდ ევროსაბჭოში ჩადენილი "გმირობის" შემდეგ ერგო.

- არის თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი თქვენი რესტორნის ხშირი სტუმარი? - ამ კითხვით მივმართეთ რესტორან "დაინინგ რუმის" მენეჯერ ინგას (გვარის გამხელა არ ისურვა). მან გვითხრა: "ჩვენ კლიენტების შესახებ ინფორმაციას არავის ვაწვდით, რადგან ეს კონფიდენციური ინფორმაციაა"