„ვინ უნდა უთხრას ოპოზიციას, რომ შევიდეს პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილმა? ვინმე დარჩა, ვინც ამას არ ამბობს?“

„ვინ უნდა უთხრას ოპოზიციას, რომ შევიდეს პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილმა? ვინმე დარჩა, ვინც ამას არ ამბობს?“

„ფორმატი სხვა აზრს ითალისწინებდა. როგორ უნდა მომხდარიყო ამ ფორმატის მიღება „ქართული ოცნებისთვის“, - ასე უპასუხა ხელისუფლების წარმომადგენელმა ალუდა ღუდუშაურმა For.ge-ს კითხვას, რატომ არ მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომლითაც მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწევდნენ.

ამ დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის სამედიაციო მისია გაერთიანებულ ოპოზიციას მოუწოდებს, შევიდეს პარლამენტში, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე შეასრულოს ის მოვალეობები, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას სჭირდება. დოკუმენტის პირველ პუნქტში წერია, რომ პოლიტიზებაა მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ევროკავშირის შეთავაზება იყო, გამოცხადებულიყო პოლიტიკური ამნისტია, რომელიც 20 ივნისის საქმეს ეხებოდა და ა.შ ბატონო ალუდა, რომელი პუნქტები იყო მიუღებელი ხელისუფლებისთვის?

- ამას უკვე რა მნიშნელობა აქვს?! - ჩვენ განვაცხადეთ ამაზე ჩვენი პოზიცია და ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ნათელი არის. ფორმატი იყო ისეთი, ან ყველას უნდა მოეწერა, ან არავის, დაახლოებით ასეთი იყო, რომელიც მოდიოდა მედიატორისაგან.

დენიესლონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მეოთხე პუნქტის თანახმად, პარლამენტში 5 ძირითადი კომიტეტი ოპოზიციის ხელში უნდა გადასულიყო. ეს ხომ არ იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა?

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ტრაგიკომედიას ემსგავსება. თუკი საუბარია იმაზე, რომ მთელი ოპოზიცია ერთხმაში საუბრობს „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუტანია მოლაპარაკების მაგიდასთან, აბა სხვა რაზეა საუბარი?! თუ „ქართულმა ოცნებამ“ რამე შესთავაზა, მაშინ თვითონ როგორ შეშინდა? იქნებ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, რაზეა საუბარი. როგორ შეიძლება რამე მიიტანო და შემდეგ შეგეშინდეს, უბრალოდ, არ მესმის. არათანმიმდევრულ მიდგომასთან გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი წყლის ნაყვაა.

გამოსავალია ის, რომ თავისი პასუხისმგებლობა აიღოს ოპოზიციამაც. მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები, მათი წარმომადგენლები, აშშ, ევროკავშირი თუ სხვა, ყველა ცალსახად და ერთხმად აღნიშნავს, რომ ყოველი დღე დაკარგულია, როდესაც პარლამენტში არ შედის ოპოზიცია, ეს არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა. ამას რომ გავყვეთ, მოცემულობა არის შემდეგი: როდესაც ეს წარმომადგენლები ერთი მხრივ იძახიან, რომ რუსეთს ებრძვიან და რუსეთის ქმედებებს აპროტესტებენ, ვხედავთ, რომ პირდაპირ მისი ნარატივით მოქმედებენ. ქალბატონი ბურჯანაძე იქნება თუ ბატონი მაქარაშვილი, ჩვენ ძალიან ნათლად დავინახავთ თუ საითკენ მიდის და ვის წისქვილზე ასხამს მათი მოქმედები წყალს.

და, როგორ ფიქრობთ, შეთანხმება რომ ვერ შედგა, აქ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ იკვეთება?

- ორივეს პასუხისმგებლობა თუ იკვეთება, ორივე გულისხმობს ორივეს, ერთს ხომ არ გულისხმობს არა?! - როდესაც ყველა საუბრობს და ცალკე რჩება ნათელაშვილის ფანჩატური, აქ ხომ ვხვდებით, რომ კომიკური სიტუაციაა და ახალი მწვერვალების აღმოჩენა ხდება. ვინ უნდა უთხრას ოპოზიციას, რომ შედით პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილმა? ვინმე დარჩა, ვინც ამას არ ამბობს? შეიძლება რომ ქუჩის პროტესტი, კარვები და დესტუქციული ნაბიჯები იყოს იმ გამოწვევის პასუხად, რომელიც ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას აქვს?

პანდემიის პარალელურად, ჩვენ საზოგადოებას მთელი რიგი პრობლემები აწუხებს, - უმუშევრობა, სამუშაო ადგილების დაკარგვა. იმის ნაცვლად, რომ ამაზე ვიყოთ გადართულები, თანაც საქართველოს გლობალური უსაფრთხოების და გეოპოლიტიკურ რუკაზე რაღაცები შეიცვალა, ამაზე ვიყოთ ორიენტირებული და ამაზე მიდიოდეს დისკუსია პარლამენტში, ამის ნაცვლად ვიღებს იაფფასიან სცენარს. ოპოზიციის დესტრუქციული ნაბიჯები თვითონ მათაც რომ აზიანებთ, ესეც ფაქტია.

არჩევნების შემდეგ, როდესაც მათ უარი განაცხადეს პარლამენტში შემოსვლაზე, ვნახეთ როგორ იყო დაცემული მათი რეიტინგი. საზოგადოებას არა მათი რეიტინგი, არამედ სოციალურ პრობლემები და ჩვენი ქვეყანა ადარდებს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ასეთი გამოწვევების წინაშე, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას გავუადვილოთ და შევუმსუბუქოთ ის გამოწვევა, რაც მთელ მსოფლიოშია.

ჩვენი სამწუხარო რეალობაა, რომ ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ბოკერია იქნება, უგულავა, სააკაშვილი თუ ნათელაშვილი, პირდაპირ შტურმს არ ერიდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ დასავლელ პარტნიორებს, მათ წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლა გულისხმობს იმას, რომ მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, კეთილი ინებონ და მანდატი, რომელიც მიანიჭა ჩვენმა საზოგადოებამ, არ უნდა გააიგივონ მეტროს სამგზავრო ბილეთთან.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, შესაძლოა კიდევ ერთხელ მიმართონ პარლამენტს დეპუტატის მანდატის გაუქმების თაობაზე. ამის საპასუხოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება, სავარაუდოდ, ახლაც უარს ეტყვის ოპოზიციას მანდატების გაუქმების მოთხოვნაზე. რა იცვლება ამით, რატომ არ სურს „ოცნებას“ ოპოზიციას დეპუტატის მანდატები გაუუქმოს?

- როგორი საცირკო წარმოდგენაა, ხვდებით? - მათ ხალხის მიერ მინიჭებული უმაღლესი მანდატი, რომელიც არის პირდაპირი დავალება, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ტრიბუნიდან გაეკეთებინათ განცხადებები, გაეწიათ ეფექტური კონტროლი მთავრობის მუშაობაზე და ჩართულიყვნენ საკანონმდებლო საქმიანობაში, ამის საპასუხოდ, ამ მანდატს და პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს აყენებენ საცირკო წარმოდგენის შოუს ნაწილად.

მინდა ვურჩიო მათ, პარლამენტის სადეპუტატო მანდატს ნუ გააიგივებენ მეტროს სამგაზვრო ბილეთთან. ამიტომ, უნდა გაერკვნენ, ჩამოყალიბდნენ საზოგადოებამ რამხელა პასუხისმგებლობა დააკისრა და დაგვაკისრა ჩვენ, ყველა არჩეულ დეპუტატს. გული მწყდება, რომ ჩემი ქვეყნის ოპოზიცია ასეთ ტრაგიკომედიას და საცირკო შოუებს დგამს. ეს არის ტრაგედია, რომ ოპოზიციას ჩვენი საზოგადოებისთვის სხვა არაფერი დარჩა შესათავაზებელი, განცხადებები შეიტანონ-გამოიტანონ.

ჩვენ როგორც მაშინ, დღესაც ვმოქმედებთ არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პასუხი არ უნდა გაუკვირდეთ, თუ იქნება ადეკვატური. ჩვენ სახელმწიფოებრივად ვიმოქმედეთ მაშინ და ვიმოქმედებთ დღესაც, მაგრამ მათი მოქმდება ყოველდღიურად მარწმუნებს, რომ ჩვენი საზოგადოების მიმართ არის აბსოლუტური დესტრუქცია.

petrekupry ბმული
3 წლის უკან