„პროცესები განვითარდება ისე, როგორც აქამდე იყო. ქვეყანას, რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს და უამრავი რისკის წინაშე დგას, მუდმივად იქნება ასეთ მდგომარეობაში. ალბათ, იქნება გაუთავებელი მიტინგები“, - ასე აფასებს კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე For.ge-სთან „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით იმართებოდა.
For.ge გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა არეშიძესთან.
რამდენად არის შესაძლებელი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმე ამინისტიით გადაიჭრას?
- იმისათვის, რომ ეს სიტუაცია ავხსნათ და გავერკვიოთ, უნდა ვიცოდეთ მხარეების ამოცანები. როდესაც მხარეები წითელ ხაზებზე საუბრობენ, ამის უკან არის შემდეგი მოცემულობა: რადიკალური ოპოზიციის გზა სწორედ ეს არის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ხელისუფლება არ გადააბაროს. რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს სხვა გამოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ცდილობს ეს ნარატივი შეცვალოს.
როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა ცალკეული პარტიები პარლამენტში ვიხილოთ?
- „ლელოს“ შესვლას აღარ ველოდები და „გირჩი“ შეიძლება შევიდეს. „გირჩი“ მაინც ცდილობს, რომ მარტო არ შევიდეს და ვიღაცასთან ერთად იყოს. რამდენად გამოუვა ეს ამბავი, არ ვიცი.
ანალიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ ოპოზიციამ თავისი თავი შეიყვანა ჩიხში. პარლამენტში არშესვლა შეცდომა იყო, თუმცა ახლა საკანონდებლო ორგანოში შესვლითაც ოპოზიცია საკუთარ თავს ავნებს. ამ შემთხვევაში სად არის გამოსავალი?
- გამოსავალს ვერ ვხედავ. არ ვიცი, რა გამოსავალი შეიძლება იყოს ამ ვითარებაში, როდესაც ასეთი მოცემულობა არსებობს. მხარეებს აქვთ ასეთი ამოცანა დასახული, კიევიდან, ალბათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმონ.
და, რამდენად გადავა პროცესი ქუჩაში?
- აუცილებლად გადავა.
მიიღებს მასშტაბურ და უწყვეტ სახეს?
- მასშტაბურ ხასიათს მიიღებს თუ არა, ეს უკვე დამოკიდებულია საზოგადოების დამოკიდებულებაზე, მაგრამ მცდელობა, რომ მასშტაბური სახე ჰქონდეს, რასაკვირველია, იქნება. თუმცა, სულ 3000 კაცი რომ იყოს, მუდმივად იქნება შეტევები სახელმწიფო ორგანიზაციებზე, პიკეტირების მცდელობები და ა.შ. ეს გავლენას ახდენს ქვეყნის სახელმწიფოებრივობაზე.
ბოლოს მინდა შევეხო, მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიას საკითხს. რა პოლიტიკურ პერსპექტივაზე შეიძლება ვისაუბროთ?
- გახარიას, რასაკვირველია, აქვს პოლიტიკური პერსპექტივა, მას აქვს გარკვეული რეიტინგი და ამ რეიტინგზე დაყრდნობით შეუძლია ამინდი შექმნას. იქნება თუ არა მისი ეს რეიტინგი გადამწყვეტი და მოახდენს თუ არა ამ რეიტინგის სწორ რეალიზაციას, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული.
ხალხს ისე მობეზრდა გაუთავებელი დავიდარა, რომ საზოგადოების გულის მოგება პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან რთულია.
რამდენად შექმნის გახარია ახალ „ოცნებას,“ რომელმაც შეიძლება ხელისუფლება ჩაანაცვლოს?
- გახარიამ შეიძლება შექმნას ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ანგარიშგასაწევი იქნება. საწყის ეტაპზე გახარია შეეცდება, რომ არ გადალახოს ის ხაზი, რომელიც პირადად ივანიშვილს შეეხება. ივანიშვილსა და გახარიას აქვთ სხვა დამოკიდებულება.
საუბარია იმაზე, რომ გახარიამ სწორედ ივანიშვილის დავალებით შეიძლება შექმნას ახალი პოლიტიკური პარტია...
- დავალება არ იქნება, დარწმუნებული იყავით. ივანიშვილი სხვა კატეგორიის ადამიანია. მას, ასე თუ ისე, ვიცნობ, განსაკუთრებით პოლიტიკურ სიტუაციაში, ის არასოდეს წავა იმაზე, რომ ვინმემ ჩაანაცვლოს „ქართული ოცნება.“ თუმცა, ის, რომ ამ ბრძოლაში არ ჩაერიოს, შესაძლებელია.
თუმცა, გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის გამოსამშვიდობებელი განცხადება. მას სურს შეიქმნას ერთგვარი ალტერნატივა... რატომ არ შეიძლება ამ განცხადებაში გახარია მოვისაზროთ?
- არა! ახალი „ოცნება“ შეიქმნება „ოცნების“ წიაღში, გახარია არის „ოცნების“ გარეთ. რესური და რეიტინგი აქვს გახარიას, ასევე ამომრჩეველთა ერთი ნაწილის მხარდაჭერა. მესამე ძალა გახდება თუ არა, ამაში ეჭვი მეპარება. მესამე ძალად მოიზარება ის, ვინც ერთდროულად იქნება „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობის წინააღმდეგ. არ მგონია, რომ ეს ასე იყოს. გახარია შეიძლება იყოს კორექტული ოპოზიცია „ოცნებისა“ და კატეგორიული მოწინააღმდეგე „ნაციონალური მოძრაობისა.“
ამ ე.წ. დემოკრატიულმა ევროპა--ამერიკამ ეს ყვე;ლაფერი იცის...
.თან წარამარა იმეორებენ რომ არჩევნები ,,წვრილ-წვრილი დარღვევების გარდა, ,ძირითადად კარგად ჩატარდა და შედეგები ობიქტურიაო
მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ხელისუფლებას ამუნათებენ----- ხელისუფლება თქვენა ხართ და გინდათ თუ არა გამოსავალი თქვენ უნდა მოიფიქროთო, თქვენზეა პასუხისმგებლობაო
კი მაგრამ ამ დებილებმა რა უნდა მოიფიქრონ, როცა რომ ნაცებს ახალი არჩევნების გარდა არაფერი არა აწყობთ...დაჟე ამათ ნაცებს ხელისგულზე რომ ერბოკვერცხიც შეუწვან ნაცებს ისიც არ უნდათ.................................ახალი არჩევნებიო და ვსოოო..
არადა ელისაშვილი ამბობს ესენი ყველაფერზე დაყვნენ, დაჟე რურუას გამოშვებაზეც კიიიო და იმათ კიდევ ........ ხელს მაინც არ მოვაწერთო....
და მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ამ ე.წ. დემოკრატიულმა ევროპამ კარგად იცის, მაინც კიდევ ხელისუფლებას აწვებიან ...თქვენ უნდა ნახოთ გამოსავალიო, ანუ უნდა დაყვეთ ნაცების მოთხონას და ახალი არჩევნები უნდა დანიშნოთო ...
გაიგეეეთ ხალხნოოო .........................ფაქტიურად ეს ე.წ ედემოკრატიული ევროპა ამათ ეუბნებათ, რომ ახალი არჩევნები დანიშნეთო
განა ნაცებს ეტყვიან----- თქვენ შიგ ხომ არა გაააქვთო ........ არა.................. მაინც ამათ აწვებიან და ფაქტიურად ეუბნებიან---- გინდათ თუ არა ახალი არჩევნები დანიშნეთო
იქნებ ვინმემ ამიხსნათ ეგრე არ გამოდიის? ან იქნებ მე რამეს სწორად ვერ ვიგებ?