ამით ოპოზიციას სურდა, რომ გავრილოვის ღამის მსგავსი სურათი დაეხატა, არაა გამორიცხული, რომ მათ შემდგომში კიდევ სხვა ექსცესები სცადონ იმისათვის, რომ სიტუაცია აირიოს - ასე აფასებენ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები იმ პროტესტს, რომელიც რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა. ოპოზიციიდან „გირჩის" ლიდერებიც ანალოგიურად ფიქრობენ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ „პროტესტსაც გარკვეული საზრღვრები აქვს და იმასაც თუ რუსეთის წინააღმდეგ პროტესტს ვინ გამოხატავს".
„ფაქტია, ოფიციალური წყაროებით ცნობილი იყო, რომ ასევე ამერიკის მოქალაქე პოზნერი და მისი თანმხლები პირები ჩამოვიდნენ მათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდათ, მაგრამ მოდით ასეთ ვიზიტებთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დავსვათ. გავმართოთ ფართო დისკუსია ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელიაც სააკაშვილის მმართველობის შემდეგ უვიზო რეჟიმი აქვთ.
„ლიეტუველ დეპუტატმა ჟიგიმანტას პავილიონისმა ამას წინათ ზუსტად იგივე თქვა, რომ საქართველო აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს, თუმცა ის „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერად ითვლება და ასევე მასაც მხარს უჭერენ. ასევე ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი ნატო ჩხეიძე, რომლებიც რუსეთთან ასევე მჭიდრო ურთიერთობის მომხრენი არიან, ასევე „ფეესბეს" სკოლის კურსდამთავრებული ელენე ხოშტარია, მათაც ხომ არ ავუკრძალოთ პოლიტიკური მოღვაწეობა?
„ერთია რომ პოზნერი თანმხლებ პირებთან ჩამოვიდა, როგორც კი მან, მისმა ჯგუფმა და მასპინძლებმა კომენდანტის საათის პირობები დაარღვიეს, დაჯარიმდნენ, მაგრამ საზოგადოებაში სრული გაურკვევლობაა იმ უპრინციპობისა და მრავალსტანდარტის გამო, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს, მე რომ მკითხო გიორგი კანდელაკს და გოკა გაბაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას საერთოდ ავუკრძალავდი, რომლებმაც დეპუტატობის დროს სტრასბურგში რეზოლუციას ხელი მოაწერეს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველომ რუსეთთან ომი დაიწყო. რატომღაც ჩვენს პოლიტიკურ აქტორებსა და დაქირავებულ ფსევდო აქტივისტებს ეს ავიწყდებათ.
„აქ ცოტა სხვანაირადაა, ვხედავ იმას, რომ „ნაცმოძრაობა" ,მისი ანასხლეტები და მარიონეტები ნებისმიერ სიტუაციას იყენებენ, რომ საქართველოში სიტუაცია აირიოს, საქართველოში ტურიზმი არ შედგეს, სოციალურ-ეკონომიკურად აფეთქდეს და ამითი ისარგებლონ თავიანთი ბინძური მიზნების მისაღწევად. ის ისტერიკა, რაც ამ ფსევდოემბა გამართეს, შეუძლებელია, რომ მორალურ ჩარჩოებში ჯდებოდეს, იქნება ეს პოზნერი, სხვა რუსი ჟურნალისტი,ევროპელი თუ ა.შ. რომელიც საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, პირადად ჩემთვის და მთელი ქართველობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„მაგრამ პროტესტსაც გარკვეული საზრღვრები აქვს და იმასაც თუ რუსეთის წინააღმდეგ პროტესტს ვინ გამოხატავს, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აგვისტოს ომზე რუსეთი წააქეზა და რომელმაც ამის შემდეგ სტარტეგიული ობიექტები გადასცა, ამ ძალისგან მე ფსევდო პატრიოტულ შეძახილებს ვერასოდეს ვერ მოვითმენ, ეს პოლიტიკური ძალა კი ასევე ამბობს, რომ თურმე დავით გარეჯი საქართველო არაა, საზოგადოებამ განსაჯოს ვინაა პატრიოტი და ვინ არა. ქვეყნის იქნტერესებზე ვფიქრობ და გრძელვადინ პერსპექტივებზე, რა თქმა უნდა ოკუპანტ ქვეყანასთან ჩვენი დასავლელი პარტნიორების მეშვეობით ურთიერთობა მშვიდობიანი გზით უნდა დალაგდეს, სხვა გამოსავალი არაა,"- თქვა მან.
მისივე თქმით, ოპოზიციას პოზნერთან დაკავშირებული პროტესტით, გავრილოვის ღამის მსგავსი სურათის მოწყობა სურდა.
„ამით გავრილოვის ღამის მსგავსი სურათი უნდა დაეხატათ, არაა გამორიცხული, რომ მათ შემდგომში კიდევ სხვა ექსცესები სცადონ იმისათვის, რომ სიტუაცია აირიოს, ეს მათი წადილია, იქნება ეს ნებისმიერი რუსი ტურისტის შემოსლა, ახლოვდება მაისი, ზოგოერთი ადამიანი ომში დაღუპული ვეტერანების მიმართ პატივისცემას გამოხატავს და ესეც შესაძლოა პოლიტიკური აჟიოტაჟის საგნად გახადონ, მაგრამ ფაქტია, რომ მათი საერთო მიზანია, რომ აქ სიტუაცია აირიოს და სოციალურ-ეონომიკური ვითარება ვერ დალაგდეს, „მიზანი ამართლებს საშუალებას" პრინციპით ისინი ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებენ, რომ სიტუაციის არევას შეეცადონ, მაგრამ საზოგადოება მათ ამის უფლებას არ მისცემს,"- განაცხადა აბაშიძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას „გავრილოვი-2"-ის მოწყობა ვერ გამოუვიდა.
„ვფიქრობ, რომ მათ გავრილოვი პირველის მერე, გავრილოვი 2-ის მოწყობა ვეღარ გამოუვიდოდათ, იმიტომ, რომ საზოგადოება, რომელიც მაშინ პარლამენტის წინ გულწრფელი პროტესტით გავიდა, ძალიან კარგად დაინახა, რომ ეს აქცია შემდეგ როგორ დასრულდა და აქციის სადავეები ხელში ვინ ჩაიგდო და რა მიმართულება მისცეს.
„ამ აქციის მოთავე ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილია" აბსოლუტურად ლუსტრირებულია და ყველა ვხედავთ იმის აფილაციას კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან, აქ უკვე კითხვები აღარაა, ასე რომ შესაძლოა რაღაცა მცდელობა ჰქონოდათ, მაგრამ არა მგონია, რომ ეს აქცია შთამბეჭდავი და მრავალრიცხოვანი ყოფილიყო.
„ეს („გირჩის") განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ გუშინდელი გამოხტომის ერთ-ერთი მიზეზი და მოტიოვი რა იყო, რომელიც ურაპარტიოტული მოტივაციით კარგად იყო შეფუთული, დღეს უკვე რუსეთში გაკეთდა განცხადება, რომ არ ვართ დარწმუნებულებიო, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ტუსრისტული სეზონის წინ უსაფრთხოდ იქნებიანო, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ისვევე, როგორც 2019 წლის ივნისის ამბების მერე მოხდა, რუსემა ჩამოსვლისგან თავი შეიკავონ, შესაბამისად დარტყმა ადგება ჩვენს ტურისტუილ სექტორს, ბიზნესს, იქ დასაქმებულ უამრავ ადამიანს და ა.შ.
„ჩვენი საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს მსგავს ვიზიტებთან დამოკიდებულებაში, თუ წინა ხელისუფლების პირობებში აგვისტოს ომის შემდეგ ასეთი ვიზიტები დაშვებული იყო, ახლა რატომაა აკრძალული. გასაგებია, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები დაარღვიეს, ამისათვის მათ ჯარიმა და შესაბამისი საქნციები დაეკისრათ, ამით ინციდენტი ამოიწურა, მაგრამ როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომ ამას პოლიტიკური გაგრძელება მისცენ და ამით სახელმწიფოს და მის ეკონომიკას იმ მიზნით დაარტყან, რომ მეტი უკმაყოფილო მოქალაქე გაჩნდეს, აქ უკვე პატრიოტიზმით შეფუთული აქციის რეალური მიზანი ნათლად იკვეთება, ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა თუ როგორაა გაყოფილი ჩვენი საზოგადოება."- განაცხადა მან.
ამბობს, რომ ინციდენტი უკვე ამოწურულია და თუ ოპოზიცია ამის შემდეგ აქციას კიდევ გამართავს, ხალხს ვეღარ მიიზიდავს.
„ჩემის აზრით ინციდენტი ამოწურულია, ეს ხალხი წავიდა,ოპოზიცია როგორც აცხადებს გამარჯვება იზეიმეს და თუ ამის მერე აქციებს კიდევ გამართავენ, ეს ნაკლებად შესაძლებლად მეჩვენება, ჯერ ერთი პანდემიისგან დაწესებული შეზღუდვების გამო, თუმცა შეზრუდვების დარღვევა მათი მხრიდან პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ არა მგონია, რომ აქციაზე მეტი ხალხი მიიზიდონ, რადგან პოზნერი ეს გავრილოვი არაა,ეს ადამიანი ჩამოვიდა, აქ დროის გატარება უნდოდა, ეს იყო და ეს, შეზღუდვების დარღვევის გარდა, მას ისეთი არაფერი ჩაუდენია.
„გასაგებია,რომ მისი პოზიციის გამო, ჩემი ჩათვლით ყველას გვავქვს დამოკიდებულება, რომ ეს ადამიანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, მაგრამ მილიონი რუსი ტურისტი ჩამოდის, მაშინ თითოეული მათგანი უნდა შევამოწმოთ და როდესაც საზღვარს კვეთენ დავუსვათ კითხვა, აღიარებს თუ არა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ოკუპაციას, ხომ ხედავთ სადამდე მივდივართ, ამიტომაც ეს საკითხი დასარეგულირებელია, სხვათა შორის უვიზო რეჟიმი წინა ხელისუფლებამ ომის მერე დაუწესა,"- განაცხადა ანჯაფარიძემ.
„თვითონ თქვა(პოზნერმა) სამი წელია აქ ვიხდიო, ამ დროს ქართულმა პოლიტიკურმა ძირითადად ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, რომ ხალხს ვერაფერ თემაზე ვერ ვაგდებთ, ამიტომ გავრილოვის თემაზე უნდა ავაგდოთ, ფიზიკურად გავრილოვზე ავარდნენ, ჩემი აზრით გუშინ რატომღაც მოინდომეს, რომ ადამიანებისთვის შეესაღებინათ ეს იყო გავრილოვი, გავრილოვისგან განსხვავებით ის იყო, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე აღმოჩნდა, თორე ერთი კვირა იყო აქ და ჩამოვიდა თუ არა სულ ყველას ფეხებზე ეკიდა, ხალხი პირობითად აღაშფოთა არა იმან, რომ ის ქვეყანაში შემოვუშვით, არამედ იმიტომ, რომ პარლამენტში სავარძელში აღმოჩნდა. ზუსტად ეგ სცადეს გუშინ და გასაგებია საბოლოო ჯამში ამ ამბავს ვინც აორგანიზებდა, სცადეს, რომ ქოცებისთვის იგივე გავრილოვი მოეწყოთ, ოღონდ გავრილოვის გარეშე,"- განაცხადა „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.