“ვანო ჩხარტიშვილს ანაბრებთან კავშირი ნამდვილად არ ჰქონია. ის საბანკო საქმეში მოვიდა 1995 წელს, როცა ანაბრები უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა!“

“ვანო ჩხარტიშვილს ანაბრებთან კავშირი ნამდვილად არ ჰქონია. ის საბანკო საქმეში მოვიდა 1995 წელს, როცა ანაბრები უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა!“

„ასავალ–დასავალი“ აგრძელებს საუბარს საბჭოთა პერიოდში და მის შემდეგ შემნახველ სალაროებში შეტანილი და უკვალოდ გაუჩინარებული ანაბრების თემაზე. ამჯამად ფინანსთა ყოფილ მინისტრს დავით იაკობიძეს ვესაუბრებით.

ბატონო დავით სად გაქრა საბჭოთა ანაბრები?

იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც საბჭოთა შემნახველ სალაროებში ანაბრები ჰქონდათ, თითქმის 4,5 მილიონი იყო, ანუ, პრაქტიკულად, ყველა ადამიანს ჰქონდა შემსალაროს წიგნაკი. ანაბრების ზრდის სესახებ საქართველოს მთავრობამ პირველი დადგენილება 1992 წლის აგვისტოში მიიღო – ვისაც 10 ათასი ჰქონდა, 15 ათასი გაუხდა, ამის შემდეგ კი გამოცხადდა, რომ ტვითვეულ სეტანილ მანეთზე 2 მანეთს მისცემდნენ. ახლა ამბობენ, რომ მთავრობას ენდნენ და ფული იმიტომ შეიტანეს, მაგრამ რეალურად სხვა მიზეზი ჰქონდა ამას. ეს ის დროა, როცა ფულს ვერაფერში იყენებდი, ბევრიც რომ გქონოდა, ვერაფერს იყიდდი. ამიტომაც ფულის სახლში უაზროდ შენახვას, ბანკში შეტანა ამჯობინეს.

მალე დაიწყო აფხაზეთის ომი. ამას ტან დაერთო ინფლაცია, რამაც დანაზოგები გროსებად აქცია. შემნახველ ბანკსაც პრობლემები გაუჩნდა, ამიტომ მთავრობამ მას სხვა ფუნქციებიც დაუმატა – უკვე კრედიტების გაცემაც შეეძლო. მეანაბრეებს შეეძლოთ, ანაბრები სადამფუძნებლო კაპიტალში შეეტანათ და აქციონერები გამხდარიყვნენ. ამ გზით ის საპაიო–კომერციულ ბანკად იქცა. რამდენიმე ხანი ასე იმუშავეს, მერე შეიქმნა კიდევ ორი ბანკი – „ინდუსტრიაბანკი“ და „ექსიმბანკი“. მოგვიანებით კი, ამ სამი ბანკის გაერთიანების შედეგად შეიქმნა „გაერთიანებული ქართული ბანკი“.  რახან ანაბრები სახელმწიფო შემნახველ ბანკში იყო, ის ავტომატურად „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ გადავიდა, თუმცა, ამ დროისტვის ფული მხოლოდ დოკუმენტებზე არსებობდა, ფაქტობრივად კი აღარ იყო.

გინდათ თქვათ, რომ „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ხელმძღვანელობა ანაბრების მითვისებასთან კავშირში არ არის?ანაბრების მითვისება ყოველთვის ვანო ჩხარტიშვილის სახელტან იყო დაკავსირებული.

ანაბრები არავის მიუთვისებია, ის შეჭამა ინფლაციამ. თუმცა, აქ არის მეორე საკითხი – კი, იყო ინფლაცია, მაგრამ რაღაც ხომ დარჩა? ჩვენ „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ხელმძღვანელობასთან შეიძლება ვიდავოთ იმ თანხაზე, რაც ინფლაციას გადაურჩა. საწესდებო კაპიტალში უნდა ინახოს, რა თახით შევიდა საბჭოთა შემნახველი ბანკი „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“. როგორც მახსოვს, ეს იყო მილიონ ექვსასი ათასი დოლარი. აი, ამ ტანხაზე შეიძლება ვედავოთ ვანო ჩხარტიშვილს, თუმცა, როგორ შეძლებდა ის მილიონ 600 ათასით საბჭოთა ანაბრების 8–მილიარდიანი დავალიანების გასტუმრებას?

ჩხარტიშვილს ის ფული რომ არ შეუჭამია, რად უნდა თქმა? ვანო ჩხარტიშვილს 8 მილიარდი რომ ჰქონდეს, ჩვენც რაღაცა შეგვეტყობოდა – რაღაცას ააშენებდა, გააკეთებდა, ხალხს დაასაქმებდა. ამოირჩიეს ვიღაც, ვისზეც ხელს შეიწმენდნენ.

ვანო ჩხარტიშვილს ანაბრებთან კავშირი ნამდვილად არ ჰქონია. ის საბანკო საქმეში მოვიდა 1995 წელს, როცა ანაბრები უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა!

რატომ იყო ასეთი მასშტაბის ინფლაცია? სხვა ქვეყნებიც გამოვიდნენ საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ ასეთი ჰიპერინფლაცია არსად მომხდარა.

შეცდომები იყო დაშვებული ფულის მიმოქცევის რეგულირებაში, ფულის ემისიისა და რუსეთთან ურთიერტობის საკითხებში. როგორ უნდა ვთქვა, რომ ვიღაცამ ინფლაცია განძრახ გამოიწვია. რაღაცეები არ ვიცოდით, რაღაცეები შეგვეშალა. ამ შეცდომებზე საუბარი შეიძლება, მაგრამ როგორც კი კონკრეტულ სეცდომებზე მიუთითებ, მაშინვე იტყვიან, ამას შეუჭამია ანაბრებიო. არ მინდა, ჩემი სიტყვების გამო, ვანო ჩხარტიშვილივით კიდევ ვიღაცას დაბრადეს ეს!

იყო თუ არა ინფლაზიის მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ გაცემული კრედიტები და არის თუ არა ამ კრედიტებთაკ კავშირში ანაბრების დაკარგვა?

დვალიშვილის მიერ გაცემული კრედიტები ინფლაციის ერთ–ერთი, თუმცა, არა მთავარი მიზეზი იყო. ის ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა გაცემულიყო კრედიტები, რომლის დასაქონლებამოხდებოდა რუსეთში და ამ გზით ფული იტრიალებდა. ეს კარგი ჩანაფიქრი გახლდათ, მაგრამ დვალიშვილმა ვერ წარმოიდგინა თაღლითობის ის მასშტაბები, რომელიც მაშინდელ პოლიტიკოსებს და ე.წ. ბიზნესმენებს აღმოაჩნდათ. მახსოვს, კავკასიის ბირჟაზე ტომრებით მიჰქონდათ ფული, ამბობდნენ, რომ დვალიშვილმა მისცათ კრედიტი. ნაცვლათ იმისა, რომ საქმე გაეკეთებინათ, ცდილობდნენ, ცდილობდნენ კუპონი როგორმე რუსულ მანეთში გადაეცვალათ და მოგება მიეღოთ. ახლა ამბობენ, რომ შევარდნაძე იყო ლიბერალური ფულად–საკრედიტო პოლიტიკის მომხრე და დვალიშვილი შევარდნაძის მითითებით გასცემდა კრედიტებს. როდის გინახავთ, რომ შევარდნაძეს თავის გამოსვლებში ფულად–საკრედიტო პოლიტიკის შესახებ ესუბროს? ის ყოველთვის ამბობდა, ეკონომიკა ისეთი სფეროა, რომელიც ფროფესიონალებს მოითხოვსო.

ედუარდ შევარდნაძე ძალიან ენდობოდა დემურ დვალისვილს. ის შევარდნაძის დროს ფინანსთა მინისტრი იყო და კარგი ფინანსისტიც გახლდათ, მაგრამ ამჯერად შეეშალა. ვერ გათვალა, რომ შეიძლებოდა, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ადამიანები ასეთ თაღლითობაზე წასულიყვნენ.

ამ საქმეში დვალიშვილზე მეტად, მისი მოადგილე ფიჩხაძეა დამნაშავე. დვალიშვილზე ხელის შეწმენდა არ არის ვაჟკაცური საქციელი.

ბატონო დავით, თქვენ ფიქრობთ, რომ დემურ დვალიშვილმა „მწვანეთა პარტიის“ მიერ შექმნილ ფირმა „თრიალეთს“ 103 მილიარდი მანეთი, თანაც უპროცენტო სესხი, საკუთარი გადაწყვეტილებით მისცა?  

რაღა თქმა უნდა, დვალიშვილი ამხელა თანხას არ გასცემდამხოლოდ იმ დანიშნულებისთვის, რაც „თრიალეთის“ წერილში ეწერა, რომ ფულას რუსეთში გადაახურდავებდნენ და უკან შემოიტანდნენ. როგორც ჩანს, ამ დროს უკვე პარტიის ჩამოყალიბება იყო გადაწყვეტილი. დემურ დვალიშვილი საქმის კურსში ჩააყენეს და იძულებული იყო, კრედიტი გაეცა.

რომელი პარტიის – „მოქალაქეთა კავშირის“?

დიახ, 103 მილიარდი მანეთის კრედიტის გაცემიდან მოკლე ხანში შეიქმნა „მოქალაქეთა კავშირი“ რომელშიც „მწვანეებიც“ გაწევრიანდნენ. როგორც გითხარით, პარტიის ჩამიყალიბება წინასწარ იყო გამიზნული და ეს კრედიტიც მა მიზნით გაიცა. არა მხოლოდ ჟვანია იყო ამ საქმეში, არამედ ლევან მამალაძე, გია ბარამიძე და სხვებიც.

გახსოვთ, როცა ჟვანია ხელისუფლებაში მოვიდა, პირველ რიგში რა გააკეთა? „შავი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რონისძიებების შესახებ“ მიღებული კანონი კიდევ უფრო გაამძაფრა. გამოძიებას ზველი ფინანსური დანაშაულის გამოსავლენადაც ამ კანონით უნდა ეხელმძღვანელა. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოსულ „რეფორმატორთა გუნდს“ შეეშინდა, ვინმეს 1993 წელს ჩატარებული ფინანსური ოპერაცია არ გაეშიფრა. სწორედ ამიტომ ეშინოდათ „რევოლუციონერებს“ ფულიანი ხალხის. მათ ხომ იცოდნენ, როგორ იშოვეს ფული და რა გააკეთეს ამ ფულით?!

ამავე დროს ხალხის თვალის ასახვევად, კომისია შექმნეს, რომელასც ვითომ დაკარგული ანაბრების საქმე უნდა გამოეკვლია. მარლაფერიძემ გამოავლინა და წაიკითხა ის ფირმები, რომლებზეც 1992–93 წლებში კრედიტები გაიცა. ერტ–ერთი ფირმის სახელწოდების „ვანო–ანო“–ს დამფუძნებელი პარლამენტში იჯდა.

ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ანაბრების დაბრუნება?

სერიოზულად არასდროს მიმიღია სააკაშვილის პარტიის დაპირება, ანაბრებს დავაბრუნებთო. მათ არც არასდროს უფიქრიათ ეს, კობა დავითაშვილმა კი დაიჯერა, რომ დაბრუნება შეიძლებოდა და მათ შორის განხეთქილებაც მოხდა. როგორ უნდა დააბრუნო 8 მილიარდი? ნა წარმოგიდგენიათ, რა იქნება, ახლა უცებ ხალხში 8 მილიარდი რომ დაარიგო? ისეთი ჰიპერინფლაცია მოხდება, 1993–94 წლები სანატრელი გაგვიხდება.

ვინც იტყვის, ანაბრებს დავაბრუნებო, ის არის მატყუარა. ამას ვერ ვიტყვი კობა დავითაშვილზე, რომელსაც მართლა სჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა. ივანიშვილი რომ მართალი კაცია, იმაშიც ეტყობა, რომ ანაბრების დაბრუნების დაპირება არასდროს გაუცია.

ანაბრები არის ის მსხვერპლი, რომლის გაღებაც ჩვენივე უაზრო საქციელის გამო მოგვიწია. სწორედ ჩვენ – ყოფილმა საბჭოთა მეანაბრეებმა მივიღეთ მონაწილეობა ჯერ გამსახურდიას მოყვანაში და მერე მის ჩამოგდებაში. ჩვენ დავრბოდით თბილისის ქუჩებში, ჯერ „ზვიადი–ზვიადის“, შემდეგ „ჯაბა–ჯაბას“, შემდეგ კი „მიშა–მიშას“ ძახილით. მარტო ანაბრები კი არა, 70 წლის მანძილზე დაგროვილი ქონება, ფაბრიკა–ქარხნები, უზარმაზარი წარმოებები შევწირეთ ამას. არადა, შეიძლებოდა, ეს ყველაფერი ასეთი, დანაკარგების გარეშე გაკეთებულიყო.

ანაბრების დაკარგვაზე უფრო დიდი დანაშაული არის ის, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა – იმ ადამიანებს, ვისაც ვაუჩერებით გვქონდა სხვადასხვა წარმოების აქციები შეძენილი, ჩვენი წილის დათმობა მოგვთხოვეს. აი, ეს არის ელიტარული კორუფცია. წინასწარ შემუშავებული გეგმა, თუ როგორ უნდა მიეთვისებინათ ხალხის ქონება. ეს ყაჩაღობა საკანონმდებლო დონეზე გააფორმეს, სააკაშვილის პარლამენტარებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ეს არის დანასაული, რაზეც აუცილებლად უნდა აგინ პასუხი, მაგრამ მათ კი არა, მკვლელებსაც გირაოთი უშვებენ გარეთ. რა ვქნათ? მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ სააკაშვილის პარლამენტარების სურათები ქუჩაში დავკიდოთ და შევაფურთხოთ.

ივანიშვილი ახსენეტ და როგორ შეაფასებთ მის პირველ ნაბიჯებს პრემიერ–მინისტრის პოსტზე?

ივანიშვილმა გააკეთა ორი უდიდესი საქმე. პირველი – მოსახლეობას აგრძნობინა, რომ ყველა კაპიტალს შორის უმთავრესი ადამიანური კაპიტალია. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ საქართველო გავიდა გლობალურ ეკონომიკურ ბაზარზე, ჩვენს ქვეყანაში შემოდის უდიდესი კორპორაცია „მორგან ჩეისი“, ასევე შემოსვლას აპირებს ინდური ტრანს–ნაციონალური კორპორაცია, რომელიც მსოფლიოს 50 კორპორაციაში შედის. ეს გააკეთა პირადად ივანიშვილმა, მისმა შორსმჭვრეტელობამ. ასეთ მოკლე დროში უფრო მეტის გაკეთება წარმოუდგენელი იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ხდება ჰიპერინფლაციის პირობებში, იმ დროს, როცა, კონსტიტუციით პირველი კაცი ჯერ კიდევ სააკაშვილია და ყოველნაირად ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას.

აი, ეს არის ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვა და არა ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა. ხომ დედავთ, როგორ უცებ ჩამოიშალა სააკაშვილის აყვავებული ბიზნესები? დააკვირდით ნაციონალური არხების სარეკლამო ბადეს და ადვილად მიხვდებით ამას, სადღაა მისი კისკასა ტელევიზიები, რომლებიც ბიუჯეტისა და სააკაშვილის გუნდის ბიზნესების წყალობით უზრუნველად ცხოვრობდნენ და ბედნიერ ცხოვრებას გვიხატავდნენ? თუ ასეთი წარმატებული ბიზნესები იყო ჩვენს ქვეყანაში, როგორსაც სააკაშვილი გვიხატავდა, რა დაემართათ ორ თვეში? რატომ ვეღარ აკეთებენ რეკლამებს?

1 ოქტომბრის მერე ფაღარათის წამლის რეკლამის გარდა, არაფერი მინახავს, დღეში ხუთჯერ გვაჩვენებენ, თუმცა ამ არხებს და მათ მეპატრონეებს, ჩვენზე უფრო მეტად, თავად ესაჭიროებათ ეს!