„ლივერპულის“ თავდამსხმელი, სადიო მანე, ჟურნალისტებს თავისი გუნდის პერსპექტივებზე ესაუბრა.
„ამ სიტუაციას უნდა გავუძლოთ და გვწამდეს, რომ ყველაფერი გამოსწორდება. თუ მებრძოლი ხარ, თავის მართლება არ გჭირდება. საჭიროა მოტივაციის შენარჩუნება.
ფეხბურთში და ზოგადად ცხოვრებაში მოულოდნელობები ხდება. ყოველთვის წარმატებულები ვიყავით, მაგრამ ახლა ჩავარდნა დაგვემართა. ასეთია ცხოვრება. პოზიტივი უნდა შევინარჩუნოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ კრიზისის დაძლევას.“ - ციტირებს მანეს სიტყვებს Sky Sports.
გასულ სეზონში „ლივერპული“ ჩემპიონი პრემიერლიგის დამთავრებამდე 7 ტურით ადრე გახდა. ამჟამად კი ცხრილში მე-7 ადგილზეა.