ლუის ჰემილტონმა მიხაელ შუმახერის კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. „მერსედესის“ ინგლისელმა პილოტმა ბაჰრეინის გრან პრი მოიგო, რის შემდეგაც ის უკვე 5 126 წრეა ლიდერის პოზიციაზეა და შუმახერის (5 111) მიღწევა გააუმჯობესა.
ამ დუეტის გარდა საუკეთესო ხუთეულში სებასტიან ფეტელი (3 495), აირტონ სენა (2 931) და ალენ პროსტი (2 683) იმყოფებიან. ჰემილტონი გასულ სეზონში მსოფლიო ჩემპიონი მეშვიდედ გახდა და ლეგენდარულ გერმანელს გაუტოლდა, რომელიც აქამდე ერთპიროვნული რეკორდსმენი იყო.