იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის მეორე სუპერტურნირი სუმოში გრძელდება. ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მე-14 ბრძოლა ჩაატარა და მეშვიდედ მოიგო.
ქართველი სუმოისტის მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჰიდენოუმი იყო, რომელსაც ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით აჯობა.
გორგაძემ ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მე-4 ბრძოლა მოიგო და ბალანსი გაათანაბრა. ლევანს მე-15 საშეჯიბრო დღეს მე-11 მაეგაშირა ჩიოტარიუსთან ბრძოლა ელის.
ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე 7 მოგებითა და 7 წაგებით თანაბარი ბალანსი აქვს. ქართველ სუმოისტს ბოლო ბრძოლის მოგება სჭირდება, რათა ჰარუ ბაშოზე დადებითი ბალანსი დააფიქსიროს და ბანძუკეში არ დაქვეითდეს.