„ბარსა“ ლუკაკუს გადაბირებას შეეცდება. ამის შესახებ იტალიური სპორტული გამოცემა, Calciomercato წერს.
„ბარსელონას“ ნიდერლანდელი დამრიგებელი, რონალდ კუმანი, გუნდში თავდამსხმელის პრობლემის მოგვარებას ბელგიელი ვარსკვლავის, რომელუ ლუკაკუს მეშვეობით შეეცდება. როგორც სტატიაში წერია, კუმანი ლუკაკუს შეძენას ზაფხულში გეგმავს, თუმცა ბელგიელის ამჟამინდელ კლუბ „ინტერს“ მისი გუნდიდან გაშვება არ სურს.
კუმანსა და ლუკაკუს ერთად „ევერტონში“ უმუშავიათ და როგორც ცნობილია, საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ.
27 წლის ფორვარდის გადასაბირებლად „ბარსელონას“ გარდა პეპ გუარდიოლას, „მანჩესტერ სიტიც“ იბრძვის, თუმცა ინტერისთვის რეალური წინადადებით, ჯერ არცერთ გუნდს არ მიუმართავს.
რომელუ ლუკაკუ, ინტერს, 2019 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“, 75 მილიონ ევროდ შეუერთდა. ფეხბურთელს თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი, 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი ამჟამინდელი ღირებულება 90 მილიონი ევროა.