სორა ვუჩელიჩი სერბი მოდელია, რომელიც ამ შვიდი წლის წინ ბრაზილიელი შემტევის, ნეიმარის გულისსწორი იყო და ერთად ყოფნის ჟამს ნეიმარი ირწმუნებოდა, რომ რაკი იღბალმა და ბედმა სორასთანა დიდებულ ქალთან შეხვედრა არგუნა, სხვა ქალებს იგი აღარასოდეს გაეკარებოდა.
ნემარის ეს სიტყვები მალევე წაიღო ქარმა და სორას შემდეგ არაერთი გულისსწორი გამოიცვალა, მაგრამ ვუჩელიჩი ევროპის “ყვითელ“ მოკალმეებს მაინც არ დავიწყებიათ და მის ყოველ ნაბიჯს არამხოლოდ ბულვარული, არამედ სპორტული გამოცემებიც კი მუდმივად ადევნებენ თვალს, რაც ჩვენს დროში დიდად გასაკვირი ნამდვილად არაა.
სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ სერბი მოდელი თანამემამულე ბიზნესმენს ხვდება, რომელიც რუს მენავთობეებთანაა დაკავშირებული და წესით უფულობას ნამდვილად არ უნდა უჩიოდეს. როგორც ჩანს, სორა ვუჩელიჩმაც იპოვა “ფულიანი ბიძა“ და დასრულდება ნეიმარისთანა ცანცარა კაცებთან მისი უსასოო ხვანცალი.