ჩეზარე პრანდელი „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
იტალიის ჩემპიონატში მისი ხელმძღვანელობით გამართული ბოლო 11 მატჩიდან ფლორენციელებმა მხოლოდ სამი მოიგეს და ექვსჯერ დამარცხდნენ, რომელთა შორისაც ყველაზე სამარცხვინო „ნაპოლისთან“ 0:6 წაგება იყო.
პრანდელის ამ თანამდებობაზე ჯუზეპე იაკინი შეცვლის, რომელიც „ფიორეს“ მის მოსვლამდე, 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის ნოემბრამდე ავარჯიშებდა. სერია A-ს სატურნირო ცხრილში ფლორენციული კლუბი 28 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-14 ადგილზეა.