პოლიტპატიმრებს პოლიტპატიმრები აღარ ერქმევათ?!
`ვერსიას~ ხელთ პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების მეორე, სრული სია ჩაუვარდა, რომელზე მუშაობაც, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს პოლიტნიშნით დაკავებულთა გათავისუფლების პირველივე ტალღის მერე აქვს დაწყებული. საქმე იმ 109 ადამიანს ეხება, ვინც კომიტეტში განაცხადის შეტანა ჯერ კიდევ 2012 წელს მოასწრო და როგორც კომიტეტის მესვეურები ამბობენ, დღეს თავადაც არ იციან, მიიღებენ თუ არა პოლიტიკურად დევნილის ან პოლიტპატიმრის სტატუსს. ეს სია აქამდე არ გასაჯაროებულა და მის შესახებ ჯერ პარლამენტის მხოლოდ ერთი კომიტეტისთვისაა ცნობილი _ სიაში შესულ გვარებზე ჯერ არაფერი იცის არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებულმა იმ კომისიამაც, რომელმაც წინა სია მოამზადა და რომლის შემადგენლობა წელს აუცილებლად შეიცვლება. ასე რომ, `ვერსია~ იმ ადამიანების სრულ ჩამონათვალს გთავაზობთ, ვისაც თავი რეჟიმის მსხვერპლად მიაჩნია და ცოტა ხანში, შესაძლოა, ციხის გარეთ და/ან ქვეყანაში ჩამოსულიც ვიხილოთ.
1. სვანიძე დავით
2. გორდელაძე ბებურ
3.მამალაძე ლევან
4. მამალაძე რამაზ
5. ავალიანი ზურაბ
6. კონცელიძე გურამ
7. ბელთაძე ალეკო
8. სიხარულიძე დავით
9. ქორიძე ირაკლი
10. ღვამბერია ბესიკ
11. ნიკოლაიშვილი მამუკა
12. მუმლაძე ნიკოლოზ
13.ჯინჯოლავა გულნარა
14. ცხადაია თორნიკე
15. ქანთარია თამაზ
16. ალანია გიორგი
17.გორგაძე აკაკი
18. კოტიაშვილი რევაზი
19.ორველაშვილი გიორგი
20. ჩაჩიბაია ჯიმშერ
21. სილაგაძე ალექსანდრე
22. კერესელიძე ირაკლი
23. შირინიანი გურგენ
24. ქიძინიძე ლევან
25. ძასოხოვი გოჩა.
26. გოგია ომარ
27. მარტინენკო გიორგი
28. დუმბაძე ლევან
29. ჭიჭინაძე ლაშა
30. მიქელაძე კახა
31. ბობოხიძე გიორგი
32. ჯიბუტი მერაბ.
33. მღებრიშვილი ჯონი
34. გაბელია ვალერ
35. ვაშაკიძე გიორგი
36. მამნიაშვილი შოთა
37. კერესელიძე გიორგი
38. ქარჩავა მერაბ
39. შავაძე ოთარ
40. ჯავახიშვილი ვასილ
41. ალავიძე გია
42. ნემსიწვერიძე ვალერიან
43. მარგიანი ბესიკ
44. ბლუაშვილი პაატა
45. აბულაძე ნოდარ
46. კურცხალაძე ჯიმშერ
47. ორმოცაძე დალი
48. ჩხარტიშვილი ივანე
49. გამცემლიძე მალხაზ
50. მარჩუკი იური
51. ქარელი კახაბერ
52. გასვიანი თორნიკე
53. ქანდაურაშვილი პაატა.
54. ბერძული ზურაბ
55. გოგიტიძე სერგო
56. ბოლქვაძე როსტომ
57. ნანავა ვახტანგი
58. ბენიძე არჩილ
59. ქიტიაშვილი გია
60. მიროტაძე ლევან
61. დუმბაძე გივი
62. გორგოძე გელა
63. ხარბედია გოჩა
64. გვარიშვილი ჯემალ
65. ხორგუანი ზვიად
66. სახვაძე რევაზ
67.ზურაბაშვილი გივი
68. ლორთქიფანიძე ნარგიზ
69. პატარქალიშვილი ვასილ
70.გვარიძიშვილი გიორგი
71. ჭანტურია პაატა
72. ჯაყელი სერგო
73. ელიაშვილი იური
74.ლევან გოლაშვილი.
75. ჩიხლაძე მალხაზ
76. დუაძე ჯემალ
77. გადელია ზაზა
78.საღირაშვილი ვაჟა
79. კალანდია თენგიზ
80. კალაძე რობიზონ
81. ვიალოვი მიხეილ
82. შენგელია თეიმურაზ
83. კელენჯერიძე გოჩა
84. შავიშვილი ვაჟა
85. გვეტაძე ნანა
86.ბარბაქაძე სულეიმან
87. კვიციანი ემზარ
88.შამათავა ჯემალ
89. ხახუტაშვილი ჯემალ
90.მარტიაშვილი დავით
91. გოცირიძე ალექსანდრე
92. მარტინი დავით
93. ფარტენაძე მერაბ
94. ჯანდიერი იოსებ
95. ჩოგოვაძე ლევან
96.ვასაძე დავით
97. ჩადუნელი ენვერ
98. ცქიტიშვილინიკოლოზ
99. ქაშიაშვილი მამუკა
100. ბობოხიძე შალვა
101. მანანა გვენცაძე
102. აბაშიძე ირაკლი.
103. ორჰან აქსუ
105.სანაძე ვლადიმერ
106. ძაძუა მანუჩარ
107.დევნოზაშვილი საბა
108. დოკვაძე ირაკლი
109. მახარაძე ალეკო.
მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ორაზროვანი დაპირებისა, რომ სიაში, მაგალითად, ლევან მამალაძეს ვერ ვიხილავდით, ასე არ მოხდა. მეტიც, მასთან ერთად, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სხვა გვარებიცაა _ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი, გამსახურდიას თანამებრძოლი გოჩა კელენჯერიძე, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, გულუას პარტიის ერთ-ერთი წევრი ვალერი გაბელია! თუმცა `ვერსიამ~ ე.წ. მეორე სიის შესახებ კიდევ ერთი ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა. იმის გამო, რომ პარლამენტის ანუ არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, სასამართლოს გარეშე, ციხის კარის გაღება და 200 პატიმრის გამოშვება საერთაშორისო საზოგადოებისა და ძველი ხელისუფლების მიერ მძიმედ შეფასდა, კომიტეტმა `იმავე მდინარეში მეორედ შესვლა~ გადაიფიქრა და აცხადებს, რომ ახალ სიას სიის სახით აღარ განიხილავს. გედევან ფოფხაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: `პოლიტპატიმრების ახალი სია აღარ გაკეთდება _ ეს ერთხელ უკვე იყო და მეორედ იმავე მდინარეში აღარ შევალთ! პარლამენტმა ერთხელ უკვე გაათავისუფლა ის ხალხი, ვინც პოლიტიკურ პატიმრად ჩათვალა. ვისზეც კითხვის ნიშანი დარჩა, ყველა შემთხვევას პერსონალურად განვიხილავთ, მაგრამ მათი ციხიდან გამოშვება, პარლამენტის დადგენილებით, აღარ მოხდება. ეს ტრადიციად არ უნდა იქცეს. ახლა ჩვენ გავამზადებთ რეკომენდაციებს სასამართლოსა და პროკურატურისთვის, მაგრამ არ შეიძლება, პარლამენტის აქტები ციხიდან გამოშვების მექანიზმად დაკანონდეს... ჯერ კომიტეტში ამ განცხადებების განხილვის სამართლებრივი ფორმა არაა ჩამოყალიბებული და გაწერილი. გადაწყვეტილების ზუსტი ფორმაც არ ვიცით, მაგრამ ვიცი ის, რომ პოლიტპატიმრების ახალი სია აღარ იქნება! სავარაუდოდ, შეჯერებულ გადაწყვეტილებას კომიტეტიც დაეთანხმება და პიროვნებებს ვცნობთ რაღაცად, მაგრამ რად, არ ვიცი. ალბათ, უფრო უკანონო პატიმრად, მაგრამ არა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად!~ რატომ დაიხია უკან პარლამენტმა და მოხსნა სტატუსი `პოლიტიკური~, როდის და რა კონკრეტული მექანიზმით განიხილავს სიას საპარლამენტო კომიტეტი _ ამის შესახებ `ვერსია~ კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ესაუბრა: `პატიმრების პირდაპირ საპყრობილედან გათავისუფლება პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიგვეღო. ყველას ახსოვს, როგორ გარდაიცვალა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ციხიდან გამოსვლის მეორე დღესვე ანუ არავინ იცის, ვინ გადარჩებოდა და ვინ არა, ის ხალხი ციხეში დიდხანს რომ დაგვეტოვებინა, ამიტომ იმის ფუფუნება არ გვქონდა, პროცესი გაგვეჯანჯლებინა. შესაბამისად, ამ ხალხის პირდაპირ ციხიდან გათავისუფლება ჩვენი ერთჯერადი გადაწყვეტილება იყო. დღეს რა განცხადებებიცაა განსახილველად შემოსული, მათი ავტორების 99% არაპატიმრობაში მყოფი პირია, უმეტესობა ძებნილია! ამიტომ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უახლოეს დღეებში შემოვა პარლამენტში. ეს არის ცვლილება, განაჩენის გადახედვის ახალი მექანიზმის შესახებ. მექანიზმი ორდონიანი იქნება, თუმცა ჯერ იგი პარლამენტში არ შემოსულა, ამიტომ დეტალებში ვერ შევდივარ. პირველი დონე იქნება ე.წ. ფილტრი, სადაც განიხილება ამ საჩივრების, ზოგადად, დასაშვებობა. ყველა საქმეზე ინდივიდუალური დასკვნა გვექნება და მხოლოდ ამის მერე გადავწყვეტთ, ესა თუ ის საქმე გამოძიებაში გავუშვათ თუ სასამართლოში. ამის მერე, კომისიის პირველი დონის შემადგენლობა საჩივრებს განსახილველად გადაგზავნის და შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელსაც პარლამენტი სასამართლოში გაუშვებს. რეალურად, ამ გვარებზე კომისია კი არა, მთელი კომიტეტი მუშაობს. ის ეტაპი ძველ კომისიაში დასრულდა და ახალი ეტაპი დაიწყო _ ჩვენ ახლაც გვექნება კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, ამ პროცესში ჩართულნი იქნებიან `ნაციონალებიც~, რადგან სიაზე მთელი კომიტეტი მუშაობს. კომიტეტთან იმუშავებს მუდმივმოქმედ უფლებადამცველთა საბჭო, რომელსაც ხელახლა ავირჩევთ. მასთან კონსულტაციებიც გვექნება, მაგრამ გადაწყვეტილებებს კომიტეტი და შემდეგ, პარლამენტი მიიღებს~. მართალია, კულუარების დონეზე, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ ნანა კაკაბა- ძე და სხვა ჰიპერაქტიური უფლებადამცველები არათუ გადაწყვეტილების მიმღებნი არ იქნებიან, არამედ იმ მუშა კომისიაც ვეღარ დააკომპლექტებენ. მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ჯერ არ შესულა, დღის სინათლეს მიმდინარე კვირის ბოლომდე ვერ იხილავს!