ინგლისის ნაკრების ყოფილმა შემტევმა დარენ ბენტმა „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მუშაობაზე ისაუბრა. 37 წლის ფეხბურთელის განცხადებით, პორტუგალიელი სპეციალისტი ცუდი მწვრთნელი არ არის, თუმცა ტაქტიკა ძალიან მოუძველდა.
"არა, ჟოზე ცუდი მწვრთნელი არ არის. მე ამას არ ვამბობ. მაგრამ, ჩემი აზრით, მისი ტაქტიკა უკვე ძალიან მოძველებულია. გუნდს თასების მოგება სჭირდება, მაგრამ ჟოზეს პოჩეტინოსგან განსხვავებით კლუბში პროექტები 3-4 წლის განმავლობაში არასდროს გაუტარებია.
მათ თასის მოგება ჯერ კიდევ შეუძლიათ და ეს სიტუაციას ოდნავ გამოაკეთებს. მაგრამ, ინგლისის ლიგის თასის მოპოვება საკმარისი არ იქნება ზაგრების „დინამოსთან“ მარცხის გამოსასყიდად. თუ მოურინიო კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, ან გაათავისუფლებენ, ის იტყვის: ”მე გავაკეთე ის, რაც კლუბთან ერთად შევძელი - თასი მოვიგე”, - განაცხადა Talksport-თან ინტერვიუში დარენ ბენტმა.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა“ ევროპის ლიგის 1/8 ფინალის მეორე მატჩში ზაგრების „დინამოსთან“ 3: 0 წააგო და ორი მატჩში დაფიქსირებული 3:2 შედეგით, ტურნირს გამოეთიშა. რაც შეეხება პრემიერლიგას, ამჟამად „მამლები“ სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფებიან.