33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საგაზაფხულო ბაშოზე, მეორედ გაიმარჯვა და თანაბარი ბალანსი აქვს.
გორგაძემ ბაშო ორი მარცხით დაიწყო, შემდეგ კი ორი ორთაბრძოლა მოიგო. დღეს, აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა და სუკუინაგეთი მოიგო.
ქართველმა სეკიტორმა 26 წლის იაპონელი დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და მოგვერდით დოჰიოზე დასცა.
ტოჩინოშინი ხვალ, ჰარუ ბაშოს მე-5 დღის დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ოკინოუმის შეხვდება. გორგაძე 35 წლის იაპონელ მებრძოლს კარიერაში 17-ჯერ შეხვდა და მინიმალური დადებითი ბალანსი აქვს.