აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 40 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიაჩნიათ თბილისში
მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უბრუნდება საკითხს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ოკუპაციისგან“ მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით. 21 თებერვალს ქუთაისში პარლამენტის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ღირებულების აღდგენის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შოთა მალაშხია გამოვა მოხსენებით, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, მოუწოდებს პარლამენტს მოითხოვოს მოსკოვისგან კომპენსაცია.
რუსეთმა უნდა გადაიხადოს კომპენსაცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის, – განაცხადა ჩვენთან საუბარში შოთა მალაშხიამ. – ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით ამ საკითხზე, მივმართეთ საერთაშორისო სასამართლოებს სტრასბურგსა და ჰააგაში სარჩელით, მივაღწიეთ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ოკუპაციის ფაქტის აღიარებას, ახლა კი ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“, შექმნას სახელმწიფო კომისია და საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.
მისი თქმით, ასეთი კომისიის შექმნის პრეროგატივა მთავრობას ეკუთვნის. მან უნდა დაავალოს შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს მოახდინონ ზარალის დეტალიზება კონკრეტული მიმართულებებით (ეკონომიკა, ეკოლოგია და ა.შ.) და საერთაშორისო ტენდერების მეშვეობით მიიზიდოს იურიდიული ფირმები საქართველოს ინტერესების დასაცავად დანაკარგების ანაზღაურების საკითხში.
ასეთია ჩვენი ინიციატივის არსი, – თქვა დეპუტატმა.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კომისიაში დაიანგარიშეს ზარალი 1990–იანი წლების დასაწყისიდან და ამტკიცებენ, რომ მაშინდელი კონფლიქტები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ინსპირირებული იყო რუსეთის მიერ. საერთო დანაკარგები თბილისმა 40 მილიარდი დოლარად შეაფასა. დღეისთვის ოფიციალურად მხოლოდ ლიტვამ განაცხადა იმის შესახებ, რომ რუსეთმა უნდა აუნაზღაუროს ქვეყანას მისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალი. ქვეყნის ექსპრეზიდენტმა ვალდას ადაკუსმა რამდენიმე წლის წინათ დაასახელა თანხა 28 მილიარდი დოლარის ოდენობით. რუსეთმა ამ პრეტენზიას უსაფუძვლო უწოდა.
პარალელურად საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატთა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოყო შვიდი ექსპერტი, რათა გაარკვიონ, შეუძლია თუ არა საქართველოს დააყენოს რუსეთის, როგორც სსრ კავშირის სამართალმემკვიდრის, წინაშე საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით მოქალაქეთა წვლილის დაკარგვის საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ კვირას 14 საბჭოთა რესპუბლიკის პარლამენტებსა და უმაღლეს სასამართლოებს გაუგზავნა შეკითხვები, რათა გაითვალისწინონ მათი მოქმედების გამოცდილება ამ მიმართულებით, გვაცნობა მისმა ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობაში ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ემზადება 1 მარტისთვის დაგეგმილი მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან, გვაცნობა, რომ ამ ეტაპზე კომპენსაციების შესახებ საკითხის დაყენება დაგეგმილი არ არის. მაგრამ ახალგაზრდა ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს თვეებში პრობლემა შეიძლება აქტუალური გახდეს. ამ გამოკვლევათა საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაცია მაისისთვის მოამზადებს კანონპროექტს და შეიტანს მას პარლამენტში.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ინიციატივა შეიძლება იყოს „საინტერესო“, თუმცა, იგი მცირე პერსპექტივას თუ ხედავს მის რეალიზაციაში. ამავე დროს „კანონპროექტი აუცილებლად იქნება განხილული“, – გვაცნობა დეპუტატმა.
მოითხოვო რუსეთისგან გადახდა – ეს უბრალო ფაქტია, ვინაიდან რუსეთი სულაც არ გრძნობს თავს ოკუპანტად, მაშასადამე, არაფერსაც არ გადაიხდის. ეს დროის ამაო დაკარგვაა, – განაცხადა დიპლომატიური აკადემიის ყოფილმა რექტორმა სოსო ცინცაძემ.
თავისი მოქალაქეების წინაშე საბჭოთა ანაბრების ვალები საქართველომ საშინაოდ მიიჩნია, თუმცა, არ არსებობს მათი მოცულობის ზუსტი მონაცემები. არანაირი გადახდები არ განხორციელებულა.