ქართველმა კალათბურთელმა და მისმა თანაგუნდელებმა ადრიატიკის ლიგაზე „კრკას“ 20-ქულიანი სხვაობით, 94:74 მოუგეს. სანაძემ 17 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მან ოთხიდან სამი 3-ქულიანი, ორიდან ერთი 2-ქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო გამოიყენა. სანაძემ სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ცხრამეტი ტურის შემდეგ „ბორაცი“ 14-გუნდიან ლიგაში ხუთი გამარჯვებით ბოლოსწინა ადგილზეა.