აკადემიკოსის აზრით, ოპოზიციის სიჯიუტე ფსიქიკურ აშლილობას ჰგავს - „მაგათმა ძმაკაცმა ბრაიზამაც ხომ მოუწოდა, შედით პარლამენტშიო“

აკადემიკოსის აზრით, ოპოზიციის სიჯიუტე ფსიქიკურ აშლილობას ჰგავს - „მაგათმა ძმაკაცმა ბრაიზამაც ხომ მოუწოდა, შედით პარლამენტშიო“

თუ მოლაპარაკებები ჩაიშალა, თავად ევროპელმა მედიატორებმა ღიად და მკაფიოდ უნდა მოუწოდონ ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენეტში, აცხადებს მიმდინარე პოლიტიკური პროცესის კომენტირებისას ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადმიკოსი თემურ ნანეიშვილი. მისი აზრით, ოპოზიციური სპექტრის ქმედებებში ფსიქიატრიული აშლილობა - ობსესურ-კომპულსორული სინდრომი - შეინიშნება, რისი გამოხატულებაცაა ვადამდელ არჩევნებზე ჩაციკლვა.

„მე პოლიტიკოსი არ გახლავართ და ამიტომ მეცნიერების სფეროდან შევაფასებ შექმნილ სიტუაციას. ფსიქიატრიაში არის ასეთი ტერმინი, კომპულსიური ქცევა, ერთი და იგივეს მტკიცება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. დიდი ხნით ამ მდგომარეობაში ადამიანის ყოფნა დეპრესიას იწვევს. ოპოზიცია, მე მათ ოპოზიციას ვერ დავარქმევ, ძალიან ახლოსაა კომპულსიურ ქცევასთან და მხოლოდ იძახის „გაყალბდა-გაყალბდაო", რაც საფუძველს მოკლებულია და ამაზე მიუთითბებენ ჩვენი პარტიორებიც და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც. მათი მოთხოვნების შესრულება კი სამართლებრივადაც და ზნეობრივადაც წარმუდგენელია.

რამდენ ვიღაცას არ მოეწონება, იმდენჯერ ჩავატაროთ არჩევნები? ეს ხომ ნონსენსია. „ქართულ ოცნებასაც" ხომ აქვს ვალდებულებები თავის ამომრჩეველთან. ხომ უნდა დაიცვას მისთვის მიცემული ხმები და გული არ გაუტეხოს საკუთარ ამომრჩეველს? თუ „ქართული ოცნება" ამ უსამართლობას ვერ გაასწორებს, შემდეგ არჩევნებზე მისი ამომრჩეველი ხმას აღარ მისცემს. რაც შეეხება ოპოზიციის მეორე კატეგიორიულ მოთხოვნას პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, მთავრობა ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში და თუ მთელს მსოფლიოში მიღებული წესია, რომ ხელისუფლება არ ერევა, შენც ვერ მოგიწოდებენ, კანონი დაარღვიო;

„ნაცმოძრაობას" მორალური უფლება არ ჰქონდა აერჩია ნიკა მელია თავმჯდომარედ, რადგან როცა ირჩევდნენ, ის უკვე იყო მსჯავრდებული. თავიდანვე უწესოდ აირჩიეს და ახლა იძახიან ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე უსამართლოდ დააკავესო; რურუა როგორი პოლიტპატიმარია, დაიბარონ თორაძეების ოჯახი და მათ ჰკითხონ, რადგან ტელეკომპანია „მთავარს" აფინანსებს, ამის შემდეგ გახდა პოლიტიკოსი?

რაღაცას ხომ უნდა დაესვას წერტილი, მაგათმა ძმაკაცმა მეთიუ ბრაიზამაც ხომ მოუწოდა, შედით პარლამენტში და იქ იკამათეთო. არ ვიცი, როგორ დასრულდება ევროპული საბჭოს ჩართულობით ეს მოლაპარაკებები და დიდი იმედიც არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ მოლაპარაკება ჩაიშლება გადაწყვეტილება, ალბათ თავად მედიატორებმა მკაფიოდ მოუწოდონ ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენეტში," - განაცხადა „რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.