ნიკოლოზ ბასილაშვილი:

ნიკოლოზ ბასილაშვილი: "ფინალში გასვლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს"

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას მასტერსის ფინალში გასვლა შეძლო მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფირტცი (7:6, 6:1) დაამარცხა. მატჩის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის ფინალში ყოფნა ბევრს ნიშნავს.

„პანდემიის დროს საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე, კარგად ვერ ვთამაშობდი, მაგრამ ახლა ფინალში ყოფნა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. კარგად ვთამაშობ და კმაყოფილი ჩემი სათამაშო ფორმით. მშვიდად ვარ და ფინალურ შეხვედრას ველოდები.

სასიამოვნოა, რომ ტურნირს გულშემატკივრები ესწრებიან, დიდი ხანი არ გვქონდა ეს სიამოვნება. ვფიქრობ, ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. ცხადია, ზოგადად, ყველასთვის მძიმე პერიოდია. იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება ეს ყველაფერი და მალე ნორმალურ რეალობაში დავბრუნდებით, ჩოგბურთსაც მაყურებლებით სასიამოვნო ატმოსფეროში ვითამაშებთ“, - თქვა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას მასტერსის ფინალში 13 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება. ქართველი ATP-ის ტურნირების ფინალში მეექვსედ ითამაშებს.