ჟორჟ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს!

ჟორჟ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს!

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტეტმა ზურაბ ხიზანიშვილმა ჟორჟ მიქაუტაძის საქართველოს ნაკრებში თამაშის საკითხი დაადასტურა.

„ბოლო ინფორმაციით ყველაფერი მოგვარებულია, მოქალაქეობაც და თუ სხვა რამემ ხელი არ შეგვიშალა, დაგვეხმარება. მე ვუყურე ბელგიაში მის თამაშებს და როდესაც ფეხბურთელი ამდენ გოლს იტანს, მას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. არატიპიური ქართული მენტალიტეტის თავდამსხმელია. ვფიქრობ, ძალიან კარგი მიქსი გამოვა. იმედიანად ვართ განწყობილი“, - თქვა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, ჟორჟ მიქაუტაძე საფრანგეთში დაიბადა და ფრანგული „მეცის“ საკუთრებაშია. ამჟამად იჯარით ბელგიურ „სერენში“ თამაშობს და ბელგიის პროქსიმუს ლიგაში 18 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.

ხიზანიშვილმა გიორგი წიტაიშვილის შესახებაც გააკეთა კომენტარი და პრაქტიკულად მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტაც დაადასტურა: "წიტაიშვილმა ტრავმა მიიღო და ამიტომ, გამოგვაკლდა", - აღნიშნა მან.