იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება. ამის შესახებ გამოცემა The Straitstimes-ი იტყობინება.
„ამ ნაბიჯს გააზრებულად ვდგამ. სავსე ვარ სიამაყით და მადლიერებით და მაქვს უაღრესად დიდი მოტივაცია, რადგანაც წინ ევროპის ჩემპიონატი გვაქვს“, - წერს 61 წლის სპეციალისტი. ეროვნულ ნაკრებს ლიოვი 2006 წლიდან წვრთნის.