ნეიმარი „ბარსელონასთან" მატჩს გამოტოვებს.
აღნიშნულ ინფორმაციას „პარიზ სენტ ჟერმენის" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
„ნეიმარი ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის შემდეგ საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა ფეხბურთელი ტრავმამ ისევ შეაწუხა და მისი „ბარსელონასთან თამაში გამოირიცხა. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი თუ როდის დაუბრუნდება ნეიმარი მოედანს", - ნათქვამია განცხადებაში.
29 წლის სუპერვარსკვლავმა ტრავმა „კაენთან “ სათასო დაპირისპირებაში მიიღო, რის გამოც დაახლოებით ერთი თვეა არ უთამაშია. შესაბამისად, გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური დაპირისპირება „ბარსელონას“ წინააღმდეგ, სადაც „პარიზელებმა“, „კატალონიელები“ კილიან მბაპეს და მოიზე კინის გოლებით დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხეს.
„ბარსელონასა“ და „პარიზ სენტ ჟერმენს“ შორის განმეორებითი 1/8 ფინალური დაპირისპირება Parc des Princes-ზე 10 მარტს, საქართველოს დროით 00:00-ზე გაიმართება.