„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი Sky Sports-ის მიმომხილველმა, გარი ნევილმა, „ლივერპულის“ ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ლივერპული“ მართლაც ძალიან ცუდია. ცუდია იმის გათვალისწინებით, რასაც ისინი შარშან აჩვენებდნენ.
„წითლები“ შესანიშნავები იყვნენ და ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწიეს. ამის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ მცირე ჩავარდნა ექნებოდათ. „მანჩესტერ იუნაიტედი“ არასოდეს დაუშვებდა, ერთი შემადგენლობით თამაშის მეოთხე წელს ასეთი ჩავარდნა მოსვლოდა. მაგრამ „ლივერპულის“ მდგომარეობა ჩავარდნა არ არის, ეს - კრახია.
ისე ჩანს, რომ ყველაფერი დაკარგეს, რაცკი ბოლო დროს დააგროვეს. სისწრაფე, თავდაჯერება, მოგების უნარი, როცა მთლად კარგად არ თამაშობდნენ. ვერ გეტყვით როგორ უნდა დაიბრუნონ ეს ყველაფერი. მთავრია კლოპმა სეზონის ბოლომდე მიაღწიოს. ცხადია, ისინი ჯერ კიდევ იბრძოლებენ საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად. თუმცა, ეს ძალიან ძნელი იქნება.“ - დასძენს ნევილი.