ბლეიკ გრიფინი „ბრუკლინ ნეტსში“ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია სააგენტო ESPN-ი ავრცელებს.
31 წლის გრიფინი „ბრუკლინელებისთვის“ მორიგი მეგა ტრანსფერია მანამდე გუნდმა ჯეიმს ჰარდენის გადაბირება შეძლო. მათ გარდა გუნდში ირიცხებიან ისეთი დონის მოთამაშეები, როგორებიც არიან კევინ დურანტი და კაი ირვინგი.
37 თამაშის შემდეგ ნეტსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ფილადელფიას“ ჩამორჩება.