მარეკ ჰამშიკი შვედურ კლუბს ჩინური „დალიანიდან“ შეუერთდა, სადაც 2019 წლიდან თამაშობდა და 42 შეხვედრაში 4 გოლიც გაიტანა.
33 წლის ფეხბურთელმა საუკეთესო წლები იტალიურ საფეხბურთო გრანდ „ნაპოლიში“ გაატარა. სადაც 408 შეხვედრაში 100 გოლი გაიტანა. ამასთან ერთად, სლოვაკმა სპორტსმენმა „ნაპოლიში" თამაშისას,ზედიზედ 2-ჯერ იტალიის თასი და ერთხელ იტალიის სუპერ თასი მოიგო.
როგორც მედიაში იწერება, მარეკ ჰამშიკი შვედეთში ზაფხულამდე დარჩება, ხოლო შემდეგ ახალი კლუბის ძებნას დაიწყებს.