საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალს გენერალ ჯოზეფ დანფორდს შეხვდა. შეხვედრა ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
ირაკლი ალასანიამ ISAF-ის სარდალს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მრავალწლიანი გეგმა გააცნო. შეხვედრისას მხარეებმა ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს როლზე ისაუბრეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო მისიის სარდალთან საქართველო-ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერპექტივები განიხილა.
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება.