საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ნატო-ს შტაბ-ბინაში ლატვიის თავდაცვის მინისტრს, არტის პაბრიკს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ალასანიამ ლატვიელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
მხარეებმა ლატვიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავალო გეგმები დასახეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს.
დღესვე, დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრები ჩეხეთისა და ავსტრალიის თავდაცვის მინისტრებთან.