10-წლიანი პაუზის შემდეგ „რეინჯერსი

10-წლიანი პაუზის შემდეგ „რეინჯერსი" შოტლანდიის ჩემპიონი გახდა

სტივენ ჯერარდის გაწვრთნილმა „რეინჯერსმა" შოტლანდიის „პრეიერ ლიგის" ჩემპიონობა „დანდი იუნაიტედსა" და „სელტიკს" შორის ფრედ ანგარიშით 0-0 დასრულებული შეხვედრის შედეგად გაიფორმა.

გლაზგოელებს სხვადასხვა დროს მოგებული აქვთ: შოტლანდიის თასი 33-ჯერ, შოტლანდიის ლიგის თასი 27-ჯერ, ევროპის თასების გამარჯვებულთა თასი 2-ჯერ, უეფას სუპერ თასი ერთხელ და უეფას თასი, ასევე ერთხელ.

„პრემიერ ლიგის" მიმდინარე სეზონი კი „რეინჯერსმა" 32 შეხვედრაში 28 მოგებით, 4 ფრით 0 მარცხით და 88 დაგროვებული ქულით ყველანაირი კითხვის ნიშნების გარეშე მოიგო.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიური კლუბის ბოლოდროინდელი წარმატება წარსულში ლეგენდარულ ფეხბურთელს, ახლა კი სამწვრთნელო საქმიანობით დაკავებულ სტივენ ჯერარდს უკავშირდება. იგი „რეინჯერსს" 2018 წლიდან წვრთნის. მას მხოლოდ 3 სეზონი დასჭირდა კლუბის მოწოდების სიმაღლეზე დასაბრუნებლად. სწორედ ჯერარდის წარატებებმა განაპირობა მის მიმართ „ლივერპულის" მესვეურების დაინტერესება, აღნიშნულ საკითხზე ბრიტანულ პრესაში საუბარი არ წყდება. ინგლისელის მცირეხნიან სამწვრთნელო კარიერაში, შოტლანდიის ჩემპიონობა პირველი ტიტულია.

სიმბოლურია რომ გლაზგოს „რეინჯერსი" 21 მარტს „პრემიერ ლიგის " უკანასკნელი ტურის მატჩს, სწორედ თანაქალაქელ სელტიკთან გამართავს. „ძველი ფირმების დერბიში" სტუმრები ჩემპიონების რანგში წარსდგებიან.

„რეინჯერსს" გარდა „სელტიკთან" სტუმრობისა, „უეფას ევროპის ლიგაზე" 11 და 18 მარტს „სლავიასთან" 1/8 ფინალური დაპირისპირებები ელოდება.