„ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები ჟოან ლაპორტამ მოიგო. არჩევნებში მის გარდა კიდევ 2 კანდიდატი მონაწილეობდა: ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა.
ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა ჟოან ლაპორტას მისცა. ის კლუბს მომავალი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. არჩევნებში მე-2 პოზიცია კლუბის ლეგენდარული კაპიტნის, კარლეს პუიოლის ფავორიტმა, ვიქტორ ფონტიმ დაიკავა.
ლაპორტა „ბარსელონის“ პრეზიდენტის თანამდებობას 2003-2010 წლებშიც იკავებდა და ბევრი გულშემატკივარი თუ საფეხბურთო ექსპერტი სწორედ მისი მმართველობის პერიოდს მიიჩნევს კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდად.