„ყველა ვარსკვლავის მატჩში" ლებრონ ჯეიმსის გუნდმა, კევინ დურანტის გუნდი დაამარცხა.
შეხვედრა გვიან ღამით, ატლანტაში გაიმართა და კოვიდ-რეგულაციების დაცვით, შეზღუდული რაოდენობით გულშემატკივარიც დაესწრო „ყველა ვარსკვლავის მატჩი" თავიდანვე ლებრონ ჯეიმსის გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ ტაბლოზეც აისახა. შეხვედრა ლებრონის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით: 170-150 დასრულდა.
მატჩის MVP-ი იანის ანტეტოკუმპო გახდა. ბერძენმა გარდა დაგროვილი 35 ქულისა, თავი ასევე ზუსტი სროლითაც გამოიჩინა. მან ბურთი კალათისკენ 16-ჯერ ისროლა და ყველა შემთხვევაში ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ მატჩის სამი, ყველაზე შედეგიანი მოთამაშიდან, სამივე ლებრონ ჯეიმსის გუნდიდან იყო.