ნეიმარმა შესაძლოა „ბარსელონასთან“ ითამაშოს. აღნიშნულ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.
ბრაზილიელი თავს უკეთ გრძნობს და საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს, პარიზში იმედი აქვთ, რომ „ბარსელონასთან“ 10 მარტს სათამაშო საპასუხო მატჩამდე ბრაზილიელი ოპტიმალურ ფიზიკურ კონდინციებში ჩადგება და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
29 წლის სუპერვარსკვლავმა ტრამვა „კაენთან “ სათასო დაპირისპირებაში მიიღო რის გამოც დაახლოებით ერთი თვეა არ უთამაშია. შესაბამისად გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური დაპირისპირება „ბარსელონას“ წინააღმდეგ, სადაც „პარიზელებმა“, „კატალონიელები“ კილიან მბაპეს და მოიზე კინის გოლებით დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხეს.
„ბარსელონასა“ და „პარიზ სენტ ჟერმენს“ შორის განმეორებითი 1/8 ფინალური დაპირისპირება Parc des Princes-ზე 10 მარტს საქართველოს დროით 00:00-ზე გაიმართება.