ჯაბა კანკავა „ვალენსიენის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ჯაბა კანკავა „ვალენსიენის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ჯაბა კანკავა „ვალენსიენის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მხოლოდ 2 თვეა, რაც საფრანგეთის „ლიგა2“-ის კლუბს ყაზახური „ტობოლიდან“ შეუერთდა და უკვე გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა, რასაც აღნიშნული ჯილდოც მოწმობს.

34 წლის ფეხბურთელს „ვალენსიენთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა თუკი ფრანგულ გამოცემებს დავუჯერებთ შესაძლოა კონტრაქტი გახანგრძლივდეს.

ჯაბა კანკავას საფრანგეთში თამაშის გამოცდილება აქამდეც ჰქონდა, ის წარსულში „ლიგა1“-ის კლუბ, „რეიმსში“ გამოდიოდა, სადაც 2 სეზონში 47 შეხვედრა ჩაატარა. მანამდე კი უკრაინულ „დნიპროში“ თამაშობდა, სადაც 2015 წელს „უეფას ევროპის ლიგის“ ვერცხლის მედალი მოიგო.

მიდინარე სეზონში „ჯვაროსნების“ კაპიტანმა „ვალენსიენის“ რიგებში 8 შეხვედრა ჩაატარა, მისი გუნდი კი „ლიგა2“-ში 28 ტურის შემდეგ, 39 ქულით მე-8 პოზიციაზეა.