ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და სინიშა მიხაილოვიჩმა სან რემოს ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე ერთად იმღერეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და სინიშა მიხაილოვიჩმა სან რემოს ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე ერთად იმღერეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და სინიშა მიხაილოვიჩმა სან რემოს ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე ერთად იმღერეს.

აღნიშნული მუსიკალური ფესტივალი 1951 წლიდან ტარდება. ზლატანმა და სინიშამ რიგით 71-ფესტივალზე ცნობილი ჰიტი Vagabondo შეასრულს.

„მილანის“ სეზონის საუკეთესო ბომბარდირსა და „ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელს წარსულში ერთმანეთთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელები „ინტერში“ თანაგუნდელები გახდნენ მათი ურთიერთობა დალაგდა.

ამჟამად ორივე მათგანი იტალიის „სერია ა“-ში მოღვაწეობენ. სინიშა „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელია მისი გუნდი ჩემპიონატში მე-12 პოზიციას იკავებს,ხოლო ზლატანის „მილანი“ კი სატურნირო ცხრილში მხოლოდ თანაქალაქელ „ინტერს“ ჩამორჩება და ჩემპიონობის შანსიც აქვს.

39 წლის ფორვარდი 14 თამაშში 14 გოლით საკუთარი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.