ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ის ფეხბურთელი დაასახელა, რომელსაც თავის მემკვიდრედ თვლის. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს. მისი რჩეული „პარი სენ-ჟერმენის 22 წლის ფორვარდი კილიან მბაპეა.
„როდესაც ვამბობ, რომ მბაპეს ჩემს მემკვიდრედ მივიჩნევ, არ ვხუმრობ. ის ისეთივე სწრაფია დრიბლინგში, როგორიც მე ვიყავი. მან წინასწარ იცის, რას გააკეთებს, როდესაც ბურთს იღებს და საუკეთესო გადაწყვეტილებებს მომენტალურად იღებს“, - აცხადებს „ფეხბურთის მეფე.
მიმდინარე სეზონში მბაპემ 23 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.