„ვვარაუდობ, მმართველი პარტია და პატარა ოპოზიციური პარტიები პლებისციტზე და განახლებულ საარჩევნო კოდექსზე შეთანხმდნენ“

„ვვარაუდობ, მმართველი პარტია და პატარა ოპოზიციური პარტიები პლებისციტზე და განახლებულ საარჩევნო კოდექსზე შეთანხმდნენ“

რა სახის შეთანხმება შეიძლება 16 მარტს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჩაიტანოს?- ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ელოდება, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება მის მიერ დატოვებული 6 პუნქტიდან რამეზე მაინც შეჯერდება. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მოლაპარაკების ერთ-ერთ თემად პლებისციტს სთავაზობს, მიხეილ სააკაშვილი კი პლებისციტის კატეგორიული წინააღმდეგია. შეიძლება თუ არა ამის გამო ოპოზიციის შიგნით დაპირისპირება გამწვავდეს და ხელისუფლებამ მოლაპარაკება ნაციონალების გარეშე პატარა პარტიებთან შეძლოს? ამ თემაზეე for.ge-სთან ანალიტიკოსი გია აბაშიძე საუბრობს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციები 10 დღით გადადეს და ახლა ელოდებიან, ხელისუფლებისგან დიალოგისთვის ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას. როგორ ფიქრობთ, რაზე შეიძლება ხელისუფლება ოპოზიციასთან დათმობაზე წავიდეს?

- ნაცოპოზიციის მხრიდან დათმობები არ არის, რადგანაც ისინი ჯიუტად ისევ რიგგარეშე არჩევნებს და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე ვხედავთ, რომ ხელისუფლებისთვისაც ეს საკითხი წითელი ხაზებია. თუმცა უკვე გამოჩნდა, რომ ოპოზიციის პარტიების ნაწილი ემხრობა იმას, რომ ადგილობრივი არჩევნებთან ერთად შემოდგომაზე პლებისციტი ჩატარდეს, რასაც მიხეილ სააკაშვილი ძალიან ნეგატიურად გამოეხმაურა. თუმცა სასიგნალო ინფორმაციაა, რომ ევროპარლამენტიდან ამ პლებისციტის ჩატარებას ემხრობიან.

არაა გამორიცხული, რომ ამ თემაზე კონსენსუსიც იყოს მიღწეული. შესაძლოა, ზუსტად ამაზე ხელისუფლება და რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეთანხმდნენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ კონსტრუქციულ მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება არ უნდა, ეს მისი ნებაა. გავიგეთ უკვე, რომ გიგი უგულავამ განაცხადა, ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთო. ეს კი პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ სამარეს ითხრის, რის პასუხად იმას მიიღებს, რაც ნინო ბურჯანაძემ მიიღო. ის შარლ მიშელმა შეხვედრაზე არც მიიწვია. თუ „ნაციოანლურ მოძრაობას“ დასავლელი პოლიტიკოსებისგან სრული იგნორი უნდა, ეს მათი არჩევანია.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ პლებისციტი და სააკაშვილი კატეგორიულ უარზე რატომ არის?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რომ პოლიტიკურ ველზე სხვა პოლიტიკური პარტიები მოძლიერდნენ. ეს არის ამ პარტიის მთავარი სტრატეგია და უნდათ, რომ ოპოზიციურ ველზე მხოლოდ თავად დომინირებდნენ. სწორედაც, რომ ამ პატარა პარტიების ინტერესში უნდა იყოს, არა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, არამედ პლებისციტი. თუ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა ამავე საარჩევნო სისტემით, ეს პატარა პარტიები პარლამენტში ვეღარ შევლენ. მათ ამომრჩეველი პარლამენტის ბოიკოტირებით და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსის გამო უკვე დაკარგეს. ამიტომაც თუ ენმ-ის ჭკუაზე სიარულს განაგრძობენ, ისინი პოლიტიკურად საბოლოოდ გაკოტრდებიან.

პლებისციტის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივაა. როგორ ფიქრობთ, პატარა პარტიები მიხვდნენ უკვე, რომ პოლიტიკურად ყველაზე წამგებიან სიტუაციაში ისინი აღმოჩნდებიან თუ კი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება?

- რა თქმა უნდა, ზუსტად „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ , „გირჩის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ხელისუფლებასთან პლებისციტის თემაზე შეთანხმდნენ. ასევე საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და რეფორმაზე, რაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციითაც არის გათვალისწინებული. ზუსტადაც პატარა პარტიების ინტერესში უნდა იყოს, რომ როგორც საკრებულოებში, ასევე პარლამენტში მეტი წარმომადგენლობა ჰყავდეთ. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენისგან თავს თუ გაითავისუფლებენ, პატარა პარტიები ბევრს მოიგებენ.

შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილი ერთ კვირაში ბრიუსელში ზუსტად პატარა პარტიებთან პლებისციტის საკითხზე შეთანხმებით ჩავიდეს?

- მე ვვარაუდობ, რომ ზუსტად პლებისციტზე და განახლებულ საარჩევნო კოდექსზე მმართველი პარტია და პატარა ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათთვის ეს საბოლოოდ პოლიტიკური დასამარება იქნება და ველი, რომ უახლოეს მომავალში ის მარტო დარჩება.

ოპოზიციაში ისედაც შიდადაპირისპირებაა, ჩარკვიანმა ხალხის ქუჩაში არგამოსვლა ბურჯანაძეს და ბოკერიას დააბრალა. შეიძლება ოპოზიციაში განხეთქილების კიდევ ერთი მიზეზი პლებისციტის საკითხი იყოს?

- ოპოზიციაში პოლიტიკური რღვევა დაწყებულია და მყიფე ოპოზიციური ერთობა მალე დასრულდება. „სტრატეგია აღმაშენებლი“, „ლელო“ და „გირჩი“ ნაციონალების გავლენიდან გამოვლენ და დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებენ. ამის ნათელი მაგალითი, როგორც აღნიშნეთ, ჩარკვიანის განცხადებებია და ასევე პლებისციტის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა.

 

ზაზა მე რას ვვარაუდობ იცი? მალე გაგიშვებთ ხელისუფლებიდან და დედაშენს გაფარჩხავენ. ეხლა მე მომძებნეთ და მომისიეთ ჩუბინიძეები
1 თვის უკან