ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ბადრი პატარკაციშვილი 5 მარტს, ქუთაისში დეპუტატ ბონდო შალიკიანის დაკავებას გამოეხმაურა.
„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის შალიკიანი, რა წარსული და რა მომავალი აქვს მას. მიმაჩნია, რომ ფორმა, რომლითაც ეს ოპერაცია განხორციელდა, ჩვენს ქვეყანას არ შეჰმატებს პრესტიჟს“, - განაცხადა პატარკაციშვილმა.
მისი აზრით, ისიც საზოგადოების განსჯის საგანია, რომ შალიკიანს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს.
„არ შეიძლება, არ ვთქვა: რაც არ უნდა იყოს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ერთი წუთითაც გავუჩინოთ ხალხს ეჭვი, რომ კანონს თავად ვარღვევთ“, - განაცხადა ბადრი პატარკაციშვილმა.