MLS-ის კლუბი, „ინტერ მაიამი,“ რომლის თანამფლობელი ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ნახევარმცველი, დევიდ ბეჰქემია, 36 წლის კრიშტიანუ რონალდუს გადაბირების საკითხზე მუშაობს - გვამცნობს Todo Fichajes.
პორტუგალიელს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება და ფლორიდელები იმედოვნებენ, რომ „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელი, აშშ-ში თამაშის სურვილს გამოთქვამს.
საინტერესოა, რომ ამას წინებზე, „ინტერ მაიამი“ მეორე მთავარვარსკვლავს, ლიონელ მესისაც დაუკავშირდა, მაგრამ უარი მიიღო. სავარაუდოდ, ზაფხულიდან არგენტინელი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ ან „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს.