ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის 500-იანი ტურნირის პირველ წრეში კემერონ ნორის დაუპირისპირდება, რომელიც საკვალიფიკაციო ტურნირის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
ნორი ATP-ს რეიტინგში 65-ე ადგილზეა და მასთან ნიკოლოზს აქამდე არასდროს უთამაშია.
ბასილაშვილი ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაშია, მიჯრით ოთხი შეხვედრა სეტის მოუგებლად აქვს წაგებული და უკანასკნელ პერიოდში საუკეთესო შედეგი ანტალიის ტურნირზე მეოთხედფინალი იყო.
ნიკოლოს ბასილაშვილისა და კონერ ნორის დაპირისპირება 1 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზეა ჩანიშნული. აღნიშნულ დუელში გამარჯვებული მეორე წრეში სტანისლავ ვავრინკასა და კარენ ხაჩანოვის წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება.