„ბარსელონას“ ოფისში პოლიცია შევიდა და ჩხრეკას აწარმოებს, ხოლო კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ დააპატიმრეს. ინფორმაციას ესპანურ მედია ავრცელებს.
ბართომეუსთან ერთად დააკავეს, გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ და რომან გომეს პონტი, რომელიც კლუბის იურიდიულ საკითხებს აგვარებდა.
ბართომეუს ბრალი კორუფციულ საქმიანობებში ედება და კლუბის სახელით არაერთი კორუფციული გარიგება პირადი სარგებლის მიღების მიზნით განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ ხოსეპ მარია ბართომეუ „ბარსელონას“ პრეზიდენტი 2014 წლიდან 2020 წლის შემოდგომამდე იყო.