„სეტონ ჰოლის“ კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი კარლ მელოუნის სახელობის პრიზის ფინალისტია. პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო თავდამსხმელს გადაეცემა. მამუკელაშვილი გარდა, ტიტულისთვის იბრძოლებენ: დრიუ ტიმი (გონზაგა), ტრეისი ჯექსონ-დევისი (ინდიანა), ჯასტინ ჩემპეინი (პიტსბურგი) და ჯერემია რობინსონ-ირლი (ვილანოვა).
წლის საუეკთესო მძიმე ფორვარდს 9 აპრილს, ESPN-ის ეთერში დაასახელებენ. კარლ მელოუნის პრიზი აქამდე არაერთ ცნობილ კალათბურთელს მიუღია, მათ შორის არიან ნიუ ორლეანის კალათბურთელი ზაიონ უილიამსონი, რომელიც NBA-ს ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და ლეიკერსიდან მონტრეზლ ჰარელი, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე, სწორედ ის გახდა კარლ მელოუნის პრიზის მფლობელი 2015 წელს, როდესაც ეს პრიზი დაარსდა. 2016 წელს ამ პრიზის მფლობელი - ჟორჟ ნიანგი (აიოვა) გახდა, 2017 - ჯონათან მოტლი (ბეილორი), 2018 - დეანდრე აიტონი (არიზონა), 2019 - ზაიონ უილიამსონი (დიუკი), 2020 - ობი ტოპენი (დეიტონი).
კარლ მელოუნი, „მეილმენი" NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდად მიიჩნევა. მან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 18 სეზონი ჩაატარა და ორჯერ გახდა ყველაზე სასარგებლო მოთამაშე. 1984 წელს მან ლუიზიანის კოლეჯს NCAA-ს ტურნირი მოაგებინა.