საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი, თორნიკე შენგელია, 3-კვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა. ტრავმის გამო, მან ორი სანაკრებო მატჩი გამოტოვა.
მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგის მორიგ მატჩში სტუმრად 75:74 დაამარცხა საბერძნეთის ოლიმპიაკოსი. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 22 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 7 იყო. მან ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
ევროლიგაში ცსკა-მ 25-დან 17 მატჩი მოიგო და მე-2 პოზიციაზეა. 2 მარტს თორნიკე შენგელიას გუნდი ისრაელში მაკაბის შეხვდება.