„დინამოს“ 26 წლის გვინეელი ფორვარდი - სეკუ კეიტა შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის „დინამო“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცენტრალური თავდამსხმელი გვინეის ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის ფორმით 7 მატჩი ჩაატარა.
კეიტა მადრიდის ატლეტიკოს B გუნდში, საფრანგეთის ლიგა 2-ის რამდენიმე კლუბში, კვიპროსულ ერმისსა და ლუქსემბურგის დუდელანჟში ირიცხებოდა, ბოლოს ქუვეითური ალ არაბის შემადგენლობაში გამოდიოდა.
ფორვარდმა დინამოსთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.