გოგა ბითაძე ათამაშეს -

გოგა ბითაძე ათამაშეს - "ინდიანა პეისერსი" დამარცხდა

NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ დაუპირისპირდა და 4-ქულიანი სხვაობით 107:111 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 3 წუთი ითამაშა.

„გოლდენ სტეიტიდან“ სტეფ კარი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 8 პასი დააგროვა.

ასევე 24 ქულა ჩააგდო „ინდიანას“ კალათბურთელმა მალკომ ბროგდონმა. ორმაგი დუბლი კი მხოლოდ დომანტას საბონისმა მიითვალა. ლიეტუველმა ცენტრმა პარკეტზე 39 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 16 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

„პეისერსს“ 30 ტურის შემდგომ 15 მოგების საპირისპიროდ ამდენივე მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზე იმყოფება. „გოლდენ სტეიტი“ კი 18 მოგებითა და 15 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციაზეა.

მომდევნო შეხვედრაც ბითაძე და მისი თანაგუნდელები 27 თებერვალს, „ბოსტონ სელტიკის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.