ტრავმით გამოწვეული რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელია სათამაშოდ მზადაა.
დღეს, ევროლიგის მორიგ ტურში მოსკოვის „ცსკა“ სტუმრად პირეოსის „ოლიმპიაკოსსს“ შეხვდება, შენგელია კი საბერძნეთშია და თანაგუნდელებთან ერთად ემზადება.
25 ტურის შემდეგ „ცსკა“, 16 მოგებითა და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, „ოლიმპიაკოსი“ კი მეცამეტე ადგილზეა და პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის.
მუხლის ტრავმის გამო შენგელიამ ევროლიგისა და ვითიბი ლიგის რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა და ევრობასკეტის ორ შესარჩევ თამაშში საქართველოს ნაკრებსაც ვერ დაეხმარა. მიმდინარე სეზონში 29 წლის კალათბურთელი 24 წუთში საშუალოდ 11 ქულას, 5 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას აგროვებს.