„მელიამ რა სიტუაციაშიც სახელმწიფო ჩააყენა, აქ არჩევანის გაკეთების საშუალება აღარ იყო - სახელმწიფოან  აღარ არის ან სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა შენარჩუნდეს“

„მელიამ რა სიტუაციაშიც სახელმწიფო ჩააყენა, აქ არჩევანის გაკეთების საშუალება აღარ იყო - სახელმწიფოან  აღარ არის ან სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა შენარჩუნდეს“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი for.ge-სთან ინტერვიუში ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრობს. ქადაგიშვილი 26 თებერვალს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე აცხადებს, რომ მათ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენა ნებისმიერ დროს შეუძლიათ და ამაში ხელს არავინ შეუშლით, თუკი კანონის ფარგლებს არ გასცდებიან. დეპუტატ ნიკა მელიას დაკავებაზე ამბობს, რომ „ოცნებას“ ამის გაკეთება არ უნდოდა, თუმცა თავად მელიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ის დაპატიმრებული ყოფილიყო.

ღირდა თუ არა ნიკა მელიას დაკავება იმ ფასად, რა პროცესებიც ახლა ქვეყანაში ვითარდება?

- მელია ამბობს, რომ ის არ დაემორჩილება სასამართლოს, კანონს და სახელმწიფოს. როცა სახელმწიფოს გამომწვევად ეუბნები, რომ მე ვარ პიროვნება, რომლის დაჭერა არავის შეუძლია, მაშინ გამოვა, რომ თუ არ შეიძლება მელიას დაჭერა, არ შეიძლება არც სხვების დაკავება. ანუ გავდივართ ყველა სამართლებრივი ჩარჩოებიდან და სახელმწიფოს დაუმროჩილებლობას ვუცხადებთ. თვითონ მელიამ გააკეთა ყველაფერი, რათა პროვოკაციაზე წასულიყო. სახელმწიფო იძულებული გახდა, რომ კანონი აღესრულებინა. მელიამ პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანია საქართველოს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს პატივი არ სცეს. ამიტომ თუ მას არ დავაკავებდით, სახელმწიფოს არსებობა საერთოდ კითხვის ქვეშ დადგებოდა.

ოპოზიცია ახლა „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმს უყენებს და სამი მოთხოვნა აქვს. მოხდეს მელიას გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს და პოლიტკური დევნა შეწყდეს. რას პასუხობს ხელისუფლება?

- რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ოპოზიციის ამ ულტიმატუმს, „ქართულმა ოცნებამ“ ამასთან დაკავშირებით, 2 თვის წინ განაცხადა, რომ მის დანიშვნაზე თანახმაა, ოღონდ დაგვიმტკიცეთ, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენი კონსტიტუციით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა დაშვებული, სადაც ოპოზიციის მხრიდან სულ მცირე, ნახევარი მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი. თუკი ეს კომისია დაამტკიცებს, რომ „ოცნებამ“ 1%-იანი გაყალბება მაინც დაუშვა, ჩვენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე თანახმა ვართ. სხვაგვარად ეს საკითხი არ განიხილება. „ოცნებამ“ მოლაპარაკების მაგიდაზე რა შეთავაზებებიც გააკეთა, ის ძალაში რჩება და თუ ვინმეს მოლაპარაკება უნდა, უარს არ ვამბობთ.

ოპოზიცია ამ წინადადებას ერთადერთი მიზეზით არ დაეთანხმა, რომ მათ გაყალბების დამტკიცება არ შეუძლიათ. ოპოზიციას არ უნდა სამართლებრივად გააფორმოს ის ფაქტი, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ოპოზიციამ დაიწყო იმ გზით სვლა, რომლითაც ან სახელმწიფო უნდა ჩამოშლილიყო ან კიდევ გადარჩენილიყო. ამიტომაც „ოცნებამ“ იმოქმედა და სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავებით აღასრულა.

დასავლეთის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უკვე ორი დღეა ერთმანეთის მიყოლებით საკამოდ კრიტიკული განცხადებბეი კეთდება. როგორ აპირებს „ოცნება“ მათ დარწმუნებას იმაში, რომ მელია არ არის პოლიტიკური მოტივით დევნილი?

- რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან კრიტიკას, ხელისუფლებას მათი წუხილი ესმის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ უფრო მეტი ავუხსნათ და საქმის კურსში ჩავაყენოთ. სანამ პარლამენტში მელიას იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებდით, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვიმსჯელეთ. რა თქმა უნდა, ვხედავდით იმას, რომ თავად დაკავების პროცესიც უმტკივნეულო არ იქნებოდა. ისიც ვიცოდით, რომ ამას ჩვენი პარტნიორები გარკვეულწილად მწვავედ აღიქვამდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან მათთან კომუნიკაცია იყო და კვლავ გრძელდება. მელიამ რა სიტუაციაშიც ხელისუფლება და სახელმწიფო ჩააყენა, აქ არჩევანის გაკეთების საშუალება აღარ იყო. ან სახელმწიფო აღარ არის ან სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა შენარჩუნდეს. ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ვაგრძელებთ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ავუხსნათ თუ „ნაციონალებმა“ ქვეყანა რა გამოწვევის წინაშე დააყენეს. რომ არა მათი გეგმის ჩაგდება, ჩვენ დემოკრატია არ გვექნებოდა და მხოლოდ ანარქია იქნებოდა.

ელჩებმა ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოგიწოდათ, ფიქრობთ, რომ ამის რესურსი კიდევ არსებობს?

- „ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ მაქსიმალურად შემწყნარებელი იყოს, მით უმეტეს ეს როცა პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. თუმცა ხელისუფლება კარგად ხედავს იმასაც, რომ პოლიტიკა შანტაჟის ადგილი გახდა. მოლაპარაკების რესურსი არ ამოწურულა. მზად ვართ კონსტრუქციულ ოპოზიციურ ჯგუფებთან ვისაუბროთ და ამ სიტუაციიდან გამოსავალი მათთან ერთად ვიპოვოთ.

 

trampi არა ნაცები ვინც არიან გასაგებია მაგრამ ......
ესენი.......ესეთი დებილები
ესეთი კრეტინები
ესეთი გაქანებული კომკავშირელები ამ ბიძომ სად იპოვა , ან საიდან მოიყვანა.???......... თანაც ოპტომ
იმიტომაც ვლანძღავ ბიძოს, თანაც ოპტომ------ტელევიზორის ყოველ ყურებაზე
ჰოოოდა ზნჩიტ არც ბიძოს აააქვს ყველაფერი პარიადკაში.....(თუმცა ამას თავიდანვე ისედაც ვეჭვობდი)
3 წლის უკან