მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირია. პოლონელმა ფორვარდმა ლეგენდარულ რაულს გადაასწრო.
„ლაციოსთან“ გატანილი გოლი ლევანდოვსკისთვის ჩემპიონთა ლიგაზე 72-ე გამოდგა და რაული უკან მოიტოვა, რომელმაც თავის დროს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე 71 გოლი გაიტანა.
რობერტ ლევანდოვსკი მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება - ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს. არგენტინელის ანგარიშზე 119 გოლია, ხოლო პორტუგალიელმადღემდე 134 გოლის გატანა მოახერხა.